ჩინეთში კორონავირუსით დაავადებულთა მკურნალობა სულ უფრო რთულდება, რადგან ინფიცირებულთა რიცხვი ყოველ დღეს ათასობით იმატებს, რაც აძნელებს მედიკოსთა პროდუქტიულ მუშაობას.
ტვიტერზე ვრცელდება ვიდეოკადრები, თუ რაოდენ მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან ის ექიმები, რომლებიც კორონავირუსით დაავადებულებს მკურნალობენ. 10 000-მდე ექიმი სრული დატვირთვით მუშაობს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უხანის საავადმყოფოებში. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მედიკოსებს დღემდე არ უნახავთ თავიანთი ოჯახის წევრები გადაუდებელი სამუშაოების გამო.
საავადმყოფოებში მომარაგების ნაკლებობამ და სტრესულმა განწყობებმა მძიმე მდგომარეობა შექმნა ემოციური თვალსაზრისით ექიმებისთვის. სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ტირის დაავადებულთა მკურნალობისგან გადაღლილი ერთ-ერთი ექიმი.
მასალის გამოყენების პირობები






