კენიაში სულ მცირე 14 მოსწავლე გარდაიცვალა ერთ-ერთ დაწყებით სკოლაში შექმნილი "ჭყლეტვის" შედეგად. ამის შესახებ წერს BBC.
შემთხვევა მოხდა კამეგას სკოლაში, რომელიც დედაქალაქის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, 17:00 საათზე ბავშვები ტოვებდნენ საკლასო ოთახებს, რა დროსაც ქაოსი შეიქმნა. განათლების მინისტრის თქმით, უკვე 14 ადამიანია გარდაცვლილი. ჭყლეტვისა და დაუდგენელი ქაოსის შედეგად 40-მდე სტუდენტიც მძიმედ დაზიანდა, რომელთაგან რამდენიმე მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ტრაგედიის ამსახველ ვიდეოკადრებს ტვიტერზე ავრცელებენ კენიური მედია საშუალებები.
BBC-ის ჟურნალისტების თქმით, შენობაში პანიკა დაუდგენელმა მიზეზებმა გამოიწვიეს, რა დროსაც ბავშვებმა გაქცევა სცადეს, რასაც მძიმე მსხვერპლი მოყვა.
ადგილობრივი მონაცემებით, სწორედ მაშინ, როდესაც სტუდენტები ვიწრო კიბებზე ჩამოდიოდნენ მესამე სართულიდან, სწორედ ამ დროს ჩამოვარდა დაზიანებული მოაჯირები, რა დროსაც მოსწავლეები მესამე სართულიდან პირველზე ჩამოვარდნენ, რასაც მსხვეპლი მოყვა.
მასალის გამოყენების პირობები






