სირიაში სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც ასადის სამთავრობო ძალებმა იერიში მიიტანეს იდლიბის პროვინციაში თურქეთის მიერ მხარდამჭერილ გასამხედროებულ ფორმირებებსა და ოფიციალურ შეიარაღებულ ძალებზე. ამის შესახებ წერს AL JAZEERA.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადებით, სირიის ჩრდილოდასავლეთით მდებარე იდლიბის რეგიონში სირიის შეიარაღებული ძალების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად, ოთხი თურქი ჯარისკაცი გარდაიცვალა. მედიის ცნობით თავდასხმა განხორციელდა მსხვილკალიბრიანი ნაღმტყორცნების საშუალებით. შეტევის შედეგად აგრეთვე მძიმედ დაიჭრა არმიის 9 მებრძოლიც.
თავდაცვის მინისტრის თქმით, თურქულმა საჯარისო შენაერთებმა საპასუხო დარტყმა მიაყენეს თავდამსხმელებს იდლიბის სხვადასხვა ლოკაციებზე, რომელიც ამბოხებულთა ბოლო ე.წ „ციხესიმაგრეს“ წარმოადგენს.
შემთხვევა მოხდა ერთი დღის შემდეგ, როდესაც თურული სამხედრო კოლონა კვირას შევიდა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ასადის ძალების შეტევის ფონზე. თურქული სამი სამხედრო კოლონა შეიცავდა დიდი რაოდენობით ტანკებს, ქვეითთა საბრძოლო მანქანებსა და ჯავშანტრანსპორტიორებს. აღნიშნულ ტერიტორიაზე 12 თურქული სამხედრო სადამკვირვებლო პოსტია მოწყობილი, რომელსაც უტევეს სირიის სამხედრო ძალები. სწორედ შექმნილი ვითარების გამო მშვიდობიანი მოსახლეობა მასშტაბურად ტოვებს კონფლიქტის ზონას და თურქეთის მიმართულებით გადაადგილდება.
ექსპერტების თქმით, ასადის ამ სამხედრო აგრესიის უკან კრემლი დგას, რომელსაც სირიის უმრავლეს ნაწილზე სრული კონტროლის დამყარება სურს - ამას კი ასადის ხელით აკეთებს.
მასალის გამოყენების პირობები






