შეიარაღბულმა პირებმა ისრაელ-ეგვიპტის დამაკავშირებელი ბუნებრივი აირის მილსადენი ააფეთქეს
მსოფლიო - 11:44, 03 Feb, 2020     1074

უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა ბუნებრივი აირის მილსადენი, რომელიც ისრაელსა და ეგვიპტეს შორის იყო დაკავშირებული, ააფეთქეს. აღნიშნულ ინფორმაციას ავრცელებს ებრაული მედია.

ექვსმა ნიღბიანმა შეიარაღებულმა მამაკაცმა დაამონტაჟა ასაფეთქებელი ნივთიერება მილსადენის ქვეშ ქალაქ ბირ ალ-აბდთან, რომლიდანაც გაზი მიეწოდებოდა ელ-არიშის დასახლებულ პუნქტს, სინას ნახევარკუნძულის ჩრდილოეთი პროვინციის დედაქალაქს და ცემენტის ქარხანას ცენტრალურ სინაში.

აფეთქების შედეგად, ძლიერი ცეცხლი წარმოიქმნა, რის გამოც მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილებას, რომ შეეჩერებინა გაზის ტრანსპორტირება, რაც ხელს უშლიდა ცეცხლის ჩაქრობის პროცედურას.

შეგახსენებთ, რომ ეგვიპტე ისრაელსა და იორდანიას გაზით 2008 წლიდან ამარაგებს სინას ნახევარკუნძულის გავლით, რომელიც 2005 წელს ორ ქვეყანას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ნაწილია. შეთანხმების საფუძველზე, ისრაელი ყოველწლიურად 1 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს 20 წლის განმავლობაში.

ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობაში აგრეთვე ისრაელიც აქტიურადაა ჩართული ეგვიპტის ბუნებრივი აირით მომარაგების საკითხში- იანვარში ოფიციალურად გაფომრდა შეთანხმება იერუსალიმსა და კაიროს შორის ბუნებრივი აირის მიწოდებაზე- ისრაელის გაზს ეგვიპტური კომპანია დოლფინუსი ყიდულობს, რომელმაც ებრაულ მხარესთან $ 19.5 მილიარდიანი კონტრაქტი გააფორმა 85 მილიონი კუბური მეტრი გაზის შესყიდვაზე ლევიათანის გაზის საბადოდან. გაზის ტრანსპორტირება წყალქვეშა მილსადენით მოხდება ეგვიპტეში, რომლიდანაც უნდა მოხდეს ბუნებრივი აირის რე-ექსპორტი ევროპაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42