ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა და უკვე 365-მდე მიაღწია. ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაფიქსირდა გარდაცვალების ერთი შემთხვევაც- ფილიპინებში დაავადებისგან ერთი მამაკაცი დაიღუპა.
ჯანმრთელობის ეროვნული კომისიის განცხადებით, მხოლოდ კვირას გარდაცვალების 57 შემთხვევა დაიფიქსირდა ჰუბეის პროვინციაში. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 17 205 ადამიანია ინფიცირებული. შეგახსენებთ, რომ შექმნილი სიტუაციის ფონზე სხვადასხვა ქვეყნებმა უხანიდან დაუყოვნებლივ მოახდინეს თავიანთი მოქალაქეების ევაკუაცია. რამდენიმე სახელმწიფოში აგრეთვე დაწესდა მკაცრი შეზღუდვები იმ პირებზე , რომლებიც აპირებენ ჩინეთში გამგზავრებას.
მალდივების კუნძულების მთავრობის გადაწყვეტილებით ჩინეთიდან აიკრძალა ტურისტების მიღება დამატებით უსაფრთხოების ზომების მიღებიდან გამომდინარე, რათა შემცირდეს ვირუსის გავრცელების არეალი.
GLOBAL TIMES-ის ინფორმაციით, მხოლოდ ქალაქ უხანში 27 საავადმყოფო ფუნქციონირებს სრული დატვირთვით, რომელიც 12 000 პაციენტის მკურნალობაზეა ორიენტირებული.
მასალის გამოყენების პირობები






