აზიია და ევროპის გამაერთიანებელი პირველი სარკინგზო გვირაბი, 29 ოქტომბერს - თურქეთის რესპუბლიკის 90 წლისთავზე გაიხსნება, წერს BBC.
გვირაბის მშენებლობაში ტექნიკური სირთულე დაკავსირებული იყო იმასთან, რომ მას რიხტერის შკალით 9 ბალიანი მიწისძვრისთვის უნდა გაეძლო.
ოთხზოლიანი გვირაბი 13,6 კმ. სიგრძისაა და გათვლილია დღეში 1,5 მილიონი მგზავრის გადაყვანაზე. პროექტის ავტორები იმედოვნებენ, რომ მარმარა 20%-ით შეამსუბუქებს 14 მილიონიანი სტამბულის საზოგადოებრივი ტრანსპორტის დატვირთვას. ასევე განტვირთავს ბოსფორზე არსებულ ორ ხიდს. თურქეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ეს გვირაბი ხელს შეუწყობს დასავლეთსა და აზიას, კერძოდ ჩინეთს შორის ვაჭრობას.

გვირაბის პროექტი ჯერ კიდევ 150 წლის წინ, ოსმალი სულთნის აბდულ მეჯიდის ჩანაფიქრი იყო. თუმცა, მაშინ, ტექნიკის განუვითარებლობისა და საშუალების არ ქონის გამო, რეალიზება ვერ მოხდა. ტექნიკურად ეს შესაძლებელი 1990 წლების ბოლოს შეიქნა. მშენებლობა 2004 წელს დაიწყო, როდესაც ტენდერი პროექტის რეალიზებისთვის თურქულ-იაპონურმა კონსორციუმმა მოიგო. ვარაუდობდნენ, რომ ობიექტი ექსპლუატაციისათვის 4 წელიწადში მზდ იქნებდა, მაგრამ ინჟინრები მშენებლობის ადგილას არაერთხელ გახდნენ არქეოლოგიური აღმოჩენების მომსწრე, რაც სამუშაოების გატარებას აფერხებდა. აღმოჩნდა უძველესი ბიზანტიური პორტი, რომელშიც არქეოლოგების შეფასებით ჩვენს ერამდე 7 ათასი წლის წინანდელი ნანგრევები იპოვეს. სულ, გვირაბის ადგილას, მიწაში 40 ათასამდე ძველებური ნივთი იპოვეს, მათ შორის შუასაუკუნეების 30 ბიზანტიური გემის მთელი ფლოტილია. ყველა ეს ობიექტი, ახლა სტამბულის მუზეუმებში ინახება.
საინტერესოა, რომ სტამბულის მოსახლეობა მშენებლობას ეწინააღმდეგებოდა. ხალხს აღაშფოთებდა ის, რომ სახლები გაყიდვას აიძულებდნენ და პარკებს ანადგურებდნენ. განაწყენებულმა დაზარალებულებმა მასშტაბური მშენებლობის დამწყებ ერდოღანს „ფარაონი“ შეარქვეს.მასალის გამოყენების პირობები






