სანკტ პეტერბურგში სტადიონის სახურავის ჩამოვარდნის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. დრონის მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებში ასახულია მუშა, რომელიც სარჩილავი ხელსაწყოს საშუალებით მეტალის ელემენტების დემონტაჟს ცდილობს სახურავიდან, რა დროსაც წყდება მთელი კომპლექსი და ნგრევის პროცესში მამაკაცი იბრძვის გადასარჩენად. ამის შესახებ წერს BBC-ი.
29 წლის ახალგაზრდას გარდაცვლილი სხეული ნანგრევებში იპოვეს რამდენიმე წუთიანი ძებნის შემდეგ. საგანგებო სამსახურების ხელმძღვანელმა ,ალექსეი ანიკინმა განაცხადა, რომ სახურავის დემონტაჟზე მომუშავე დანარჩენი 3 მუშა გადარჩა , რომელიც გამომძიებლებმა დაკითხეს.
პეტერბურგის სპორტისა და კონცერტების სტადიონი 1980 წელს გაიხსნა, რომელიც სხვადასხვა მასშტაბურ ღონისძიებებს მასპინძლობდა. ამჟამად აღნიშნული შენობის სრული რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, რომელიც 2023 წლის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს.
მასალის გამოყენების პირობები






