ჩინეთის ეროვნული ჯანმრთელობის კომისიის თქმით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 259-ს მიაღწია. ჩინეთის ჯანდაცვის უწყებები საუბრობენ იმაზე, რომ ეს რიცხვი მომავალ დღეებში კიდევ გაიზრდება- მხოლოდ პარასკევს ინფიცირების 2102 შემთხვევა დაფიქსირდა , რის შემდეგადაც საერთო ჯამში 11 791 დაავადებულია.
ჰუბეის პროვინციის ჯანმრთელობის კომიტეტის ოფიციალური განცხადებით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში 45 ადამიანი გარდაიცვალა და 1347-ს დაუდგინდა ვირუსი, ხოლო რეგიონში ცენტრ უხანში 576 ახალი ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, რა დროსაც 33 ადამიანი დაიღუპა.
ზემოხსენებული ქალაქის ქუჩები ჯერ კიდევ დაკეტილია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს, თუმცა ადამიანთა მცირე ჯგუფების გადაადგილება შეინიშნება. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსუის ფართომასშტაბიანი გარდაცვალების შემთხვევების გამო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ოფიციალურად გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, რის ფონზეც გასცემენ რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა მოახდინონ ადამიანებმა ინფიცირების პრევენცია.
შექმნილი ვითარების გამო შეწყვეტილია ფრენები ჩინეთის მიმართულებით- თითქმის ყველა სახელმწიფომ 10 000-მდე რეისი გააუქმა
მასალის გამოყენების პირობები






