"თავიდან მიახლდება ყველაფერი" - გიორგი მახარაძე გამოკვლევებისთვის ემზადება
საზოგადოება - 16:49, 31 Jan, 2020     6343

მსახიობმა გიორგი მახარაძემ მძიმე სენი, სიმსივნე დაამარცხა.

ამასთან, გიორგის ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. სიცოცხლე და ადამიანები მისთვის ბევრად ძვირფასი გახდა. მსახიობი თავის განცდებზე ჟურნალ "სარკესთან" საუბრობს.

" ზუსტად ახლა მიწევს ის სრულფასოვანი გამოკვლევები, რომლებითაც კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ყველაფერი კარგად არის და თუ ასე იქნა უკვე კონტროლი წელიწადში ერთხელ გამოკვლევების რეჟიმში გადავა აქამდე 6 თვეში ერთხელ მიწევდა. ყოველი ამგვარი კვლევის წინ ვნერვიულობ და ახლაც ასეა. იმედია ყველაფერი კარგად იქნება. ყოველი გამოკვლევის წინ თავიდან მიახლდება ყველაფერი რაც ამ დაავადებასთან ბრძოლას ახლდა. სხვა მხრივ არაფერი აქვს საწუწუნო რადგან ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა. გადაფასდა ჩემი ცხოვრება. ჩემთვის ბევრად მნიშვნელოვანი გახდნენ ადამიანები და ცხოვრება. ჩემი შეხედულებები დამოკიდებულებები ბევრი რამ შეიცვალა. ჩემს აზროვნებაში ისეთი ძირეული რამ შეიცვალა, რომ სამუდამოდ ასე დარჩება. რასაც ადრე ყურადღებას არ ვაქცევდი ახლა მნიშვნელოვანი გახდა. ცხოვრება და სიცოცხლე უფრო დავაფასე. ეს დაავადება რომ დავამარცხე, 90%-ით იმ ადამიანების დამსახურებაა რომლებიც გვერდში დამიდგნენ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ მოგიდგება ექიმი. ჩემი მკურნალი ექიმი ალექსანდრე თავართქილაძე ძალიან პროფესიონალურად მიუდგა ამ საკითხს. მისი დიდი დამსახურებაა, რომ დეპრესიაში არ ჩავვარდი. როცა თურქეთში ჩავედი, იქ საერთოდ ისეთი გარემოა, რომ სულ უიმედოც რომ იყო იმედი ჩაგესახება. ისეთი შეგრძნება გაქვს თითქოს გაციებული ხარ და ექიმთან უბრალოდ მიხვედი" - ამბობს გიორგი მახარაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42