თვეში 30 ლარი ერთ ბავშვზე - საქართველოში 83 065 მოზარდი „ბავშვის კვების ბარათით“ სარგებლობს
საზოგადოება - 16:20, 30 Jan, 2020     1393

საქართველოში 83 065 მოზარდი „ბავშვის კვების ბარათით“ სარგებლობს. "რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი მოზარდებისთვის განკუთვნილი 50-ლარიანი შემწეობიდან, 30 ლარი „ბავშვის კვების ბარათზე“, 20 ლარი კი ოჯახის საბანკო ბარათზე ირიცხება.

როგორც მასალიდან ვარკვევთ, „ბავშვის კვების ბარათით", რომელზეც თვეში ერთხელ 30 ლარი ირიცხება, შესაძლებელია მხოლოდ სურსათის შეძენა. მოზარდებს ბარათით სარგებლობა მხოლოდ სოციალური მომსახურების სააგენტოში რეგისტრირებულ სავაჭრო ობიექტებში შეუძლიათ.

გარდა ბარათით მოსარგებლე 16 წლამდე მოზარდებისა, 50-ლარიანი შემწეობით სარგებლობს კიდევ 56911 მოზარდი.

სოციალური მომსახურების სააგენტოს უახლესი მონაცემებით, ჯამში, საქართველოს მასშტაბით, სოციალურად დაუცველის სტატუსითა და 50-ლარიანი შემწეობით 139,976 მოზარდი სარგებლობს.

გაეროს ბავშვთა ფონდის 2017 წლის „მოსახლეობის კეთილდღეობის გამოკვლევის“ მონაცემებით, მოსახლეობის ყველაზე ღარიბ ჯგუფს ბავშვები წარმოადგენენ.

უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, ანუ დღიურად 1.25 დოლარზე ნაკლებს მოიხმარს, ბავშვების 6.8%, რაც რიცხობრივად დაახლოებით 49.8 ათასი ბავშვია. ზოგად სიღარიბეში ცხოვრობს ბავშვების 27.6%, დაახლოებით 202 ათასი ბავშვი.

გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებითვე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობის 11.2% ფულად დახმარებას იღებს, სოციალურ დახმარებაზე მოთხოვნილება გაცილებით მაღალია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42