ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს წერილს, სადაც საუბარია აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელზე, ადამ კინზინგერზე, რომელმაც გიორგი გახარიას საპროტესტო შეტყობინება გაუგზავნა.
„აუცილებლად უნდა იცოდეთ. ყველამ, ბატონი ბორისის ჩათვლით. მინდოდა კონგრესმენ კინზინგერთან ინტერვიუს ჩაწერა- იმ კაცთან, პირველი წერილი რომ მოსწერა ბ-ნ ბორისს (გახარიას სახელზე) და თვალში რომ ეპატარავება მდინარაძეს, კალაძესა და თალაკვაძეს.
მოკლედ მივწერე პრეს-მდივანს და მივიღე პასუხი: ‘’სიამოვნებით, მაგრამ კონგრესმენი კინზინგერი ახლა ასრულებს სამხედრო მოვალეობას გვარდიის დანაყოფთან ერთად და ამ პერიოდში არ შეუძლია ინტერვიუს ჩაწერა.
კონგრესმენი! სამხედრო მოვალეობას! მიხვდით, რა ქვეყანაა? ადამ კინზინგერი ვიცე-პოლკოვნიკია, სამხედრო მფრინავი. ჰოდა, ზის ახლა შტურვალთან და დაფრინავს სადღაც, იქნებ კონფლიქტის ზონაშიც კი“ - წერს გოგოტიშვილი ფეისბუქზე.
შეგახსენებთ, რომ კონგრესმენი კინზინგერი 2003 წელს აშშ-ს საჰაერო ძალების მფრინავი გახდა. იგი KC -135 STRATOTANKER-ის პილოტი იყო და მონაწილეობა აქ მიღებული სამხედრო მისიებში ერაყსა და ავღანეთში.


მასალის გამოყენების პირობები






