კობი ბრაიანტის მეუღლე საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე მომხდარ ტრაგედიას პირველად ეხმაურება.
„მე და ჩემს გოგონებს გვინდა, მადლობა გადავუხადოთ მილიონობით ადამიანს ამ საზარელ პერიოდში გამოვლენილი დახმარების გამო. მადლიერი ვარ ყველა მათგანისთვის, ვინც კობისა და ჯაიანას გამო ლოცლულობს. ჩვენ ძალიან გვჭირდება ახლა ეს. სრულად განადგურებული ვართ ჩემი გასაოცარი ქმრის, კობისა და ჩემი ძვირფასი ქალიშვილის, ჯაიანას გარდაცვალების გამო.
ჩვენ ასევე ვიზიარებთ იმ ადამიანების დარდს, რომლებმაც კვირას თავიანთი ახლობელი ადამიანები დაკარგეს. არ არსებობს საკმარისი სიტყვები, რომლითაც ჩვენს ტკივილს აღვწერთ ახლა. ძალიან მინდა, რომ ისინი ახლა ჩვენთან ერთად იყვნენ. არ ვიცი რა გველოდება ამის შემდეგ, რადგან წარმოუდგენელია ცხოვრება მათ გარეშე.
რაც ყველაზე მეტად მინდა ისაა, რომ შემეძლოს მათთვის ჩახუტება, კოცნა და დალოცვა“ - განაცხადა ვანესა ბრაიანტმა ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე.
მასალის გამოყენების პირობები






