სირიის არმის განცხადებით, მათმა შეიარაღებულმა ჯგუფებმა კონტროლი აღადგინეს იდლიბის პროვინციაში მდებარე ქალაქ მაარატ-ალ ნუმანზე, რომელიც ოპოზიციის უკანასკნელ ე.წ „ციხესიმაგრეს“ წარმოადგენდა.
სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ჯარისკაცებმა გაანთავისუფლეს ქალაქი მას შემდეგ, რაც უმძიმესი ზარალი მიაყენეს ჯიჰადისტებს. ამის შესახებ წერს BBC-ი.
მონიტორინგის ჯგუფის თქმით, ოპოზიციის ძალებმა ქალაქი უკვე დატოვეს. მაარატ ალ-ნუმანი უკავშირდება რეგიონის მთავარ მაგისტრალს, რომელიც მთავარ სამიზნეს წარმოადგენდა სამთავრობო შეიარაღებული ძალებისთვის უკანასკნელი კვირების მანძილზე იდლიბის პროვინციაში.
ასობით ათასმა მშვიდობიანმა მოქალაქემ, რომელთა აბსოლუტურ უმრავლესობას ქალები და ბავშვები შეადგენენ, უკვე დატოვეს კონფლიქტის ზონა და თურქეთის საზღვრისკენ დაიძრნენ თავშესაფრების საძიებლად.
სირიის ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში ასადის ძალებმა 25 სოფელი და ქალაქი დაიბრუნეს მათი კონტროლის ზონაში რუსული საჰაერო ძალების დახმარების ფონზე. საერთო ჯამში სირიის არმიის 147 მებრძოლი და ოპოზიციის 151 ჯარისკაცი გარდაიცვალა შეტაკებების შედეგად.
მასალის გამოყენების პირობები






