ოსი ხალხის გენოციდის აღიარების საკითხებში რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის კომისიის მეთაურმა მედიასთან კომუნიკაციისას სამოქმედო ჯგუფის მომავალ გეგმებზე ისაუბრა. რუსი პოლიტიკოსები ცდილობენ ის ისტოირული დოკუმენტური მასალები წარმოადგინონ, რომელიც დაადასტურებს საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოებულ მჩაგვრელ პოლიტიკასა და განხორციელებულ გენოციდს ოსების მიმართ. ამის შესახებ წერს რუსული პროპაგანდისტული მედია სპუტნიკი.
თებერვალში სამხრეთი ოსეთში ელოდებიან რუს პარლამენტარებს, რომლებმაც ოს ე.წ პოლიტიკოსებთან უნდა იმუშაონ გენოციდის ოფიციალურ აღიარებასთან დაკავშირებით,- განუცხადა ამის შესახებ რუსეთის დეპუტატმა ვიქტორ ვოდოლაცკიმ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის სახელმწიფო დუმამ სახელდახელოდ ჩამოაყალიბა კომისა, რომელიც აღიარებს საქართველოს ხელისუფლების მიერ 1920 წელს ჩადენილ გენოციდს ოსი ხალხის წინააღმდეგ.
„ჩვენ ჩავრთეთ ექსპერტული საზოგადოება, მეცნიერთა აკადემიის ისტორიკოსები, ისტორიის ინსტიტუტის მუშაკები, ეროვნული არქივის თანამშრომლები. ჩავატარეთ შეხვედრა, სადაც გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომლის შემდეგაც ვაპირებთ დამადასტურებელი მასალების წარმოდგენას საზოგადოებისთვის. მას შემდეგ რაც, ჯგუფის ყველა წევრი მომაწვდის ინფორმაციას სამხრეთი ოსეთის ე.წ დეპუტატებთან მუშაობასთან დაკავშირებით, ჩვენ უკვე გამგზავრების ზუსტ თარიღს დავასახელებთ“ ,- განაცხადა ვოდოლატსკიმ.
მასალის გამოყენების პირობები






