მორიგი მწვავე კრიტიკა კონგრესიდან საქართველოს ხელისუფლებას - "გამოღვიძების დროა- საპროტესტო მუხტს საქართველოში ჩვენი დახმარება სჭირდება" - კონგრესმენი პიტ ოლსენი
მსოფლიო - 00:33, 29 Jan, 2020     2401

რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა და ტეხასის შტატის კონგრესმენმა, პიტ ოლსენმა ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას, საქართველოს ხელისუფლების არაფორმალურ მმართველს, ბიძინა ივანიშვილს პუტინის მარიონეტი უწოდა.

„ რა საერთო აქვთ ერთმანეთთან ოსკარ გრაუჩსა და ბიძინა ივანიშვილს? ორივე თოჯინაა, რომლებიც ანაგვიანებენ საკუთარ სახლებს.მე დღეს ვისაუბრე კონგრესში საქართველოს მოსახლეობის მხარდასაჭერად, რომელიც ითხოვს მთავრობისგან კორუფციისა და რუსული გავლენების შემცირებას. " წერს ტვიტერის საკუთარ გვერდზე ამერიკელი კანონმდებელი ოლსენი.

"ვლადიმერ პუტინის თოჯინა, ბიძინა ივანიშვილი თავს დაესხა უცხოურ ინვესტიციებს, გაანადგურა ადამიანის უფლებები. რა თქმა უნდა ნათელია, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ბედნიერია იმით, რომ აკონტროლებს საქართველოს რესურსებს. ტეხასური კომპანია "ფრონტერა რესორსი" საქართველოში ბურღვით სამუშაოებს წლების განმავლობაში ატარებდა. მათ შექმნეს საუკეთესო სამუშაო ადგილები საქართველოში. ეს ყველაფერი კი გრძელდებოდა მანამ, სანამ მთავრობამ მათი მუშაობა არ შეაჩერა და კომპანიას ყველა აღჭურვილობა ჩამოართვა. მარიონეტი ბიძინა ივანიშვილი კი მდიდრდება ქართველი ხალხის ზურგს უკან.

გამოღვიძების დროა. ეს ფოტო ნათლად ასახავს იმ ფაქტს, რომ საქართველოს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება. საპროტესტო მუხტს საქართველოში ჩვენი დახმარება სჭირდება. შემომიერთდით, რომ ავიმაღლოთ ხმა თავისუფლებისა და საქართველოსთვის“ ,- განაცხადა კონგრესმენმა პიტ ოლსენმა.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42