ალაბამას შტატში ნავმისადგომებთან გაჩენილი მასობრივი ცეცხლის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა. ხანძრის დროს ათეულობით იახტა დაიწვა- ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს ალაბამას შტატის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით.
როგორც კი ნავსადგურის მომსახურე პერსონალს ჩაეძინა, ცეცხლი სწრაფად გავრცელდა ნავსადგურში. ხანძრის გავრცელების დროს ალუმინის სახურავი ჩამოინგრა ხის დოკში, რა დროსაც ნავები ჩაიძირა.
შემთხვევის დროს 7-მა ადამიანმა თავის გადარჩენის გამო წყალში გადახტომა მოასწრო, რის შემდეგაც მათი გადაყვანა მალევე მოხერხდა საავადმყოფოში.
ამ დრომდე უცნობია, თუ რა გახდა ცეცხლის გავრცელების მიზეზი. სპეციალური ჯგუფები წყლის ქვეშ აგრძელებენ სამძებრო საქმიანობებს, რათა დარწმუნდნენ დამატებითი მსხვერპლის არ არსებობის შესახებ. სოციალურ მედიაში ვრცელდება ფოტო და ვიდეო მასალა, რომელიც ცეცხლის ალში გახვეულ ნავებს ასახავს. თვითმხილველის თქმით, ხომალდებს აირის შემცველი ავზები ჰქონდათ, რამაც გამოიწვია მათი აფეთქება.
მასალის გამოყენების პირობები






