გმირი მამა, შვილების გადარჩენას გვთხოვს
საზოგადოება - 14:48, 11 Jan, 2020     422

მეგობრებო, დარწმუნებულები ვართ, რომ ასეთ ამბავს იშვიათად თუ გაიგებთ. ოლეგ შაინიძე არის მარტოხელა მამა, ის უვლის 14 წლის მარიამსა და 10 წლის საბას, რომელსაც აქვს ბავშვთა ცერებრალური დამბლა და ეპილეპსია. ღმერთმა ამრავლოს ასეთი ადამიანები!

-ოლეგ, როგორ მოხდა რომ თქვენ მარტო დარჩით? სად არის თქვენი მეუღლე?

ოლეგი: იცით, ძნელია შვილს ასეთ მდგომარეობაში უყურო... ძნელია როცა გულყრები ეწყება და არ იცი გადარჩება თუ არა... ყველა ვერ უძლებს ასეთ დიდ განსაცდელს. საბას დიაგნოზმა მასზე ძლიერად იმოქმედა. იმდენად, რომ ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. 2 წლის განმავლობაში მე მას ვუვლიდი, როგორც ჩემს მესამე შვილს. ვიცი, რომ ახლაც ვერ გრძნობს თავს კარგად, დახმარება მასაც სჭირდება. მიხარია, რომ მარიამს აქვს დედასთან კონტაქტი. გთხოვთ, ნუ ვისაუბრებთ ამაზე, რადგანაც შესაძლოა ბევრმა მას ვერ გაუგოს და განკიცხოს, მე კი ეს არ მსურს. ყველაზე მეტად იცით რაზე მწყდება გული, რომ მშობლებმა და ნათესავებმა მხარი არ დაუჭირეს ჩემს ცოლს.

-ოლეგ, თქვენს ბავშვებზე მოგვიყევით.

ოლეგი: მარიამი 14 წლისაა, ის მე-9 კლასში სწავლობს. მას ძალიან უყვარს კითხვა. ყოველ საღამოს, გაკვეთილებს რომ მოამზადებს, საბას წიგნებს უკითხავს. საბას ძალიან სიამოვნებს მისი მოსმენა. საკმარისია ერთხელ ნახოთ ეს იდილია, მიხვდებით, რომ საბასთვის დაიკო ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია! საბას აპრილში 11 წლის გახდება. ჩვენ ის განსაკუთრებულად გვიყვარს, მისი ღიმილი მაძლევს ძალას, რომ სიცოცხლე გავაგრძელო და არ დავნებდე!

-როდის გახდა ცნობილი საბას დიაგნოზი?

ოლეგი: ის 1 წლის იყო, როდესაც ექიმებმა გვითხრეს დაავადების შესახებ. ყოველი მშობლისთვის განსაკუთრებულად მძიმე გადასატანია შვილის უბედურება, ხოლო ჩემი ცოლის იმდროინდელი მდგომარეობა ენით აღუწერელია.

-თქვენი ცოლის მშობლებზე არ ბრაზობთ? მათი მხარდაჭერით შესაძლოა იგი თქვენსა და თქვენი შვილების გვერდით ახლაც ყოფილიყო.

ოლეგი: ყველას თავისი სიმართლე გააჩნია და არ შეიძლება ადამიანებზე საუბარი მაშინ, როდესაც ჩვენ მათ არც კი ვიცნობთ. ჩვენ არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს უფლის სიტყვები: „ვინც თქვენს შორის უცოდველია, პირველად იმან ესროლოს ქვა“ .

-სახელმწიფოსგან რაიმე სახის დახმარებას იღებთ?

ოლეგი: დიახ, სოციალურ დახმარებასა და ჩემი საბას პენსიას, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ბინის ქირას ვიხდი, ჩემი არაფერი გამაჩნია... ბავშვებს საკვები სჭირდებათ, სითბო, მარიამს სასკოლო ნივთები... სამსახურის მუდმივ ძიებაში ვარ, მაგრამ ვერ ვიპოვე ისეთი, რომ ჩემს საბას არ მოვაკლო ყურადღება, რადგანაც მასზე ზრუნვა მუდმივად არის საჭირო. ერთხანს ვიფიქრე ბავშვებს რომ დავაძინებდი ღამე მემუშავა დარაჯად ან სადმე... მაგრამ რამდენიმე უძილო ღამის შემდეგ ისე დავსუსტდი, ჩემი საბა ხელში ვეღარ ავიყვანე და ამიტომ შევეშვი.

-ჩვენს მკითხველს რას ეტყოდით? პირველ რიგში რა გესაჭიროებათ?

ოლეგი: არაფერი გვაქვს, მაგრამ განსაკუთრებულად მჭირდება საბასთვის სპეციალური ეტლი ბანაობისთვის, სხვაგვარად ჩვენთვის ეს ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს. სახლში არ მაქვს სამზარეულო და ჭურჭლის გასარეცხად გარეთ, სიცივეში მიწევს გასვლა. ზამთრის სიცივეს რთულად ვუმკლავდებით და გამიხარდება თუ ჩემი შვილები სითბოში იქნებიან. თქვენ აკეთებთ დიად საქმეს. მცირედი დახმარებაც კი ჩვენთვის არის სტიმული იმისა, რომ გავაგრძელოთ ცხოვრება და გვწამდეს კეთილი ადამიანებისა.

ჩვენ მარიამთანაც გვსურდა გასაუბრება. სკოლიდან დაბრუნების შემდეგ ის მამიკოს მიუჯდა გვერდით და ყურადღებით გვისმენდა, მაგრამ როდესაც საუბარი დედაზე დავიწყეთ ის ადგა და თვალცრემლიანი გაიქცა.

მეგობრებო, ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ მარტოდ დარჩენილ, გმირ მამას და დავანახოთ მას, რომ ის მარტო არაა. ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ პატარა საბას, რომ მან უკეთ იგრძნოს თავი და მივცეთ მარიამს მაგალითი და საშუალება დაეხმაროს მომავალში სხვა ადამიანებს. უფალს სურს არასდროს დავივიწყოთ ადამიანები, ვინც დახმარებას მოელის!

მეგობრებო, ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი იწყებს აქციას ოლეგ შაინიძის და მისი შვილების დასახმარებლად. ფონდი არ შემოიფარგლება ერთჯერადი დახმარებით. ქართველებმა უნდა იცხოვრონ ისე, როგორც შეეფერება ყველაზე ამაყ ერს.

ყველაზე მეტად მათ ესაჭიროებათ საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, წამლები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ტანსაცმელი! დაეხმარეთ მათ, ჩათვალეთ, რომ ისინი თქვენი ახლობლები არიან! დაუკავშირდით მათ, ჰკითხეთ თუ რა ესაჭიროებათ, გაამხნევეთ ოლეგი და უთხარით, რომ მარტო არაა და რომ თქვენ, კეთილი ადამიანები, მათ არ მიატოვებთ. ეს მისთვის უმნიშვნელოვანესია!

თქვენ შეგიძლიათ პირადად გაიცნოთ ისინი. მათი საკონტაქტო ნომერია: 514 01 48 48 ოლეგი. მისამართი: ბათუმი, კოხტა გორის ქუჩა N31

აუცილებლად გააზიარეთ ეს პოსტი, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ გმირი მამის შესახებ!

ჩვენი ფონდის ანგარიშია: GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000, GE64BG0000000470458000 - დანიშნულება (ოლეგ შაინიძე)

საიტიდან: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/537-shainidze/

სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან: Nova Technology, TBCpay, ExpressPay.

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს. თუ გსმენიათ ადამიანის შესახებ, რომელსაც სჭირდება დახმარება, მოგვწერეთ მისი პრობლემების შესახებ მეილზე: office-fsp@fsp.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42