კასპიის ავიახაზების თვითმფრინავი, რომელიც თეირანიდან გაფრინდა, ქალაქ მაშარში აეროპორტის ასაფრენ ბილიკს ასცდა და პირდაპირ ავტომაგსიტრალზე, საცხოვრებელ ზონაში დაეშვა.
სამოქალაქო ავიაციის სპიკერის, რეზა ჯაფარზადეს თქმით, 130-ივე მგზავრი უვნებელია. მისი თქმით, ინციდენტის მიზეზები ამ დრომდე არ სახელდება, მიმდინარეობს გამოძიება.
თვითმფრინავი, რომელიც გზაზე სახიფათოდ ახლოს დაეშვა ავტომანქანებსა და შენობებს შორის აღბეჭდეს ვიდეოკადრებზე თვითმხილველებმა, რომელიც შემდგომ სოციალურ ქსელებში ატვირთეს.
ბოლოდროინდელი ინფორმაციით, პრეზიდენტმა ტრამპმა გააუქმა რამდენიმე მილიარდიანი ხელშეკრულება ახალი თვითმფრინავების შესყიდვასთან დაკავშირებით. მედიის თქმით, ირანი ერთ-ერთია იმ ქვეყანათა რიცხვში, რომელიც სანქციების გამო მოძველებული სამგზავრო საფრენი აფარატებით ოპერირებს.
მასალის გამოყენების პირობები






