რუსული წარმოების ავიაგამანადგურებელი , სუ-30 ჩამოვარდა ქალაქ უმ-ელ ბუაჯთან, ალჟირის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, რომლის შედეგადაც ეკიპაჟის ორივე წევრი გარდაიცვალა. ავიაკატასტროფის მიზეზები ამ დრომდე არ სახელდება. ინფორმაციას ავრცელებს უკრაინული მედია.
ალჟირის საჰაერო ძალებში ათობით სუ-30-ის ტიპის თვითმფრინავი ირიცხება. ალჟირის პრეზიდენტი ადასტურებს მომხდარ ინციდენტს და გამოთქვამს მწუხარებას. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ორივე პილოტი ვიცეპოლკოვნიკის ჩინის მქონე იყვნენ.
უკანასკნელ პერიოდში ალჟირი განიხილავს სუ-34-ების, სუ-35-ებისა და სუ-57-ების შესყიდვას რუსეთისგან. ამ დრომდე კატასტროფის მიზეზები არ სახელდება, თუმცა ვარაუდობენ საფრენი აპარატის ტექნიკურ პრობლემებსა და ელექტრონიკის დაზიანებას, რაზე მართვაც დაკარგეს მფრინავებმა და ვერ მოახერხეს თვითმფრინავზე კონტროლის აღება.
მასალის გამოყენების პირობები






