რამდენად დიდია კორონავირუსის გავრცელების საფრთხე საქართველოში - „ავერსის“ კლინიკის პედიატრიული სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ ბოლო ორი დღეა კორონავირუსის გავრცელების რისკები შეიცვალა და საქართველო ხდება მაღალი რისკის ქვეშ.
თამარ ოგბაიძე ამბობს, რომ 27 იანვრის მონაცემებით, პაციენტთა რაოდენობა გაზრდილია, სულ 2798 შემთხვევაა. აქედან უდიდესი ნაწილი არის ჩინეთში - 2741 შემთხვევა.
"ეს არის ლაბორატორიულად დადასტურებული, თუმცა საეჭვო შემთხვევები ორჯერ მეტია. აქედან მძიმე მიმდინარეობით არის 641, ლეტალური შემთხვევები გაიზარდა. ეს არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. ჩინეთის გარეთ არის ვიეტნამში, იაპონიაში, ნეპალში, ტაილანდში, სინგაპურში, ასევე ცოტა მოშორებით მდებარე ქვეყნებიდან საფრანგეთში 3 შემთხვევაა, ავსტრალიამ დაადასტურა 4 შემთხვევა, ხოლო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა - 5. საეჭვო შემთხვევები მსოფლიოში გაცილებით მეტია, მაგრამ ლაბორატორიულ დადასტურებას ელოდებიან. წინა დღეებში ჩინეთში იყო ძალიან მაღალი რისკის ინფიცირება, ირგვლივ მდებარე რეგიონში - მაღალი. ბოლო ორი დღეა შეიცვალა ეს რისკები და გლობალურად გაიზარდა და მაღალი რისკია, ანუ ჩვენ უკვე ვხვდებით მაღალი რისკის ქვეშ”,- განაცხადა ოგბაიძემ.
რაც შეეხება კორონავირუსის სიმპტომებს, სპეციალუსტის თქმით, კორონავირუსს სხვა რესპირატორული ვირუსების მსგავსი სიმპტომები ახასიათებს და პრევენციის ზომებიც მსგავსია.
“ხველა, ცხელება, ცხვირიდან გამონადენი, შესაძლოა ტკივილი მკერდის არეში. დაავადება შესაძლოა მიმდინარეობდეს ნაკლები ინტენსივობით უსიმპტომოდ ან საკმაოდ გამოხატულად. ეს სიმპტომები ასევე ახასიათებს გრიპსაც, ამიტომ დადასტურება მოხდება მხოლოდ ლაბორატორიული გზით. რაც შეეხება პრევენციას, ყველაზე კარგი არის ვაქცინაცია, მაგრამ ჯერჯერობითამ ვირუსის ვაქცინაცია არ გვაქვს. პირველ რიგში, კონტაქტების შეზღუდვა, თუ ვინმეს აქვს ხველა, მაღალი ცხელება, მოვერიდოთ. აუცილებელი ამ კონტაქტის შემდეგ ხელების კარგად დაბანა. ზოგადად, ჯანდაცვის ორგანიზაცია მოგვიწოდებს, რომ ვიბანოთ ხელები ძალიან ხშირად და ეს უნდა მიმდინარეობდეს მინიმუმ 20 წამის განმავლობაში. განსაკუთრებული სიფრთხლეა საჭირო როდესაც საქმე ეხება აეროპორტებს და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს. მნიშვნელოვანია, რომ შევამციროთ კავშირი გარკეულ ცხოველებთან, ფერმებთან. არ მივირთვათ თერმულად დაუმუშავებული საკვები.
ის ხასიათდება მძიმე მიმდინარეობით, ყველა შემთხვევაში სიკვდილობას, რა თქმა უნდა, არ იწვევს. განსაკუთრებით მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება ბავშვებში და ხანდაზმულ ადამიანებში. გართულება არის ფილტვის ანთება, საკმაოდ მძიმე პლევმონია ახასიათებს, შესაძლოა გართულდეს ბრონქიტით ან თირკმლის უკმარისობით”,- განაცხადა ოგბაიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






