კობი ბრაიანტის გარდაცვალებას, რომელმაც მთელი მსოფლიო შეძრა, სოციალურ ქსელში ეხმაურებიან ფეხბურთისა და კალათბურთის ლეგენდები.
„სიტყვებით ვერ გამოვხატავ... ჩემი უდიდესი სიყვარული კობის ოჯახის წევრებისა და მეგობრების მიმართ. ჩემთვის უდიდესი სიამოვნება იყო შენთან შეხვედრა და დროის ერთად გატარება. შენ იმ იშვიათ ადამიანთა შორის იყავი, რომლებიც გენიოსები არიან“ ,- განაცხადა ლიონელ მესიმ.
„ ძალზე შეძრწუნებული ვარ კობისა და მისი ქალიშვილის გარდაცვალების გამო. კობი ნამდვილი ლეგენდა და ბევრი ადამიანისთვის შთაგონების წყარო იყო. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებს და თითოეულ ადამიანის ოჯახს, რომლებიც მასთან ერთად ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ. მშვიდად განისვენე ლეგენდავ“ ,- დაწერა სოციალურ ქსელში კრიშტიანო რონალდომ.
„ არ არსებობს სიტყვები, რომლითაც გამოვხატავ ტკივილს მომხდარ ტრაგედიაზე ჩემი ძმისშვილი ჯიჯისა და ძმის, კობი ბრაიანტის გარდაცვალების გამო. ძალიან მიყვარხარ და მომენატრები ძმაო. სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებს. ძალზე მძიმედ ვარ“ ,- აცხადებს ლოს ანჯელეს ლეიკერსის ყოფილი კალათბურთელი, შაკილ ონილი.
ბრაიანტი ყოფილი თანაგუნდელი აცხადებს, რომ კობი უფრო მეტი იყო ვიდრე ათლეტი- „ იგი ოჯახის კაცი იყო. ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი საერთო , რაც გვქონდა ერთმანეთთა. ის ჩემს შვილებს ისე ეხუტებოდა , თითქოს მათი მშობელი ყოფილიყო“
მასალის გამოყენების პირობები






