დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსის გამო, დღეიდან ჩინეთიდან ჩამოსულ ყველა მგზავრს ტემპერატურას შეუმოწმებენ.
მგზავრებს ასევე დაურიგდებათ ბროშურები, სადაც მითითებულია თუ რა სიმპტომების დროს უნდა მიმართონ საქართველოში შესაბამის დაწესებულებებს.
„გარკვეული სკრინინგი უტარდება ჩინეთიდან შემოსულ მგზავრებს, მათ ურიგდებათ სამ ენაზე სამახსოვრო, იმ შემთხვევაში თუ ჩინეთიდან ჩამოსვლიდან 2 კვირაში გარკვეული სიმპტომები - მაღალი ტემპერატურა, სუნთქვის უკმარისობა, თავისა და ყელის ტკივილი ექნებათ, ვის უნდა მიმართონ“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ცნობისთვის საქართველოში უკვე გამოიყო ძირითადად რამდენიმე საავადმყოფო, სადაც ამ ტიპის ადამიანები უნდა მოთავსდნენ, თუ ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა, ეს არის: თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფო, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოები.
მასალის გამოყენების პირობები






