ბებიის მიერ ტახტში დამალული 43 000 $-ის ისტორია - როგორ დაუბრუნა მოულოდნელად გამდიდრებულმა მამაკაცმა თანხა გარდაცვლილის ოჯახს
მსოფლიო - 16:47, 25 Jan, 2020     2291

ამერიკაში მიჩიგანელმა მამაკაცმა პატიოსნება თავისი ქმედებით დაამტკიცა- მას შემდეგ, რაც მეორადი ავეჯი შეიძინა, გასახსნელი ტახტის შიგნით აღმოაჩინა ათიათასობით ამერიკული დოლარი, რომელიც ავეჯის პატრონს სრულად დაუბრუნა.

ჰოვარდ ქირბიმ ტახტის შეძენის შემდეგ აღმოაჩინა, რომ მას სათანადოდ ვერ იყენებდა, რადგან ძალზე უცნაურად არაკომფორტული იყო მასზე დაჯდომა. ქირბის ქალიშვილმა ტახტის გახსნა გადაწყვიტა მისი შემსუბუქების მიზნით, რა დროსაც აღმოაჩინეს ათობით ათასი დოლარი. საერთო ჯამში, ქირბიმ და მისმა ქალიშვილმა ავეჯიდან 43, 170 $ ამოიღეს. მიუხედავად იმისა, რომ მიჩიგანელ მამაკაცს ადვოკატმა უთხრა, რომ არ იყო ვალდებული თანხა დაებრუნებინა, მან მორალურ მოვალეობად ჩათვალა მისი პატრონისთვის გადაეცა „დაკარგული“ თანხა.

ჰოვარდი ჰუმანიტარული მაღაზიის მეპატრონეს დაუკავშირდა , რა დროსაც გაირკვა,რომ ტახტი ეკუთვნოდა კიმ ნიუბერის, რომელმაც აჩუქა ავეჯი მეორადების მაღაზიას. აღნიშნული ტახტი გოგონას გადაეცა მემკვირდეობით ბებიასგან, რომელმაც საყოფაცხოვრებო ინვენტარში სიურპრიზად დამალა შვილიშვილისთვის განკუთვნილი თანხა საჩუქრად .

გოგონა გაოცებას არ მალავდა, როდესაც გაიგო, რომ ქირბი მისთვის თითოეული ცენტის დაბრუნებას აპირებდა- „ეს სიგიჟე და უბრალოდ გასაოცარია“.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42