დონალდ ტრამპი პირველი აშშ-ის პრეზიდენტია, თითქმის 50 წლის განმავლობაში, რომელიც პირადად დაესწრო ვაშინგტონში აბორტის აკრძალვის მოთხოვნით გამართულ ტრადიციულ მარშს "სიცოცხლისათვის", რომელშიც ასიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
როგორც მოგეხსენებათ აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ 1973 წელს ოფიციალურად დართო ქალებს ფეხმძიმობის შეწყვეტის ნება. სწორედ 1974 წლიდან იღებს სათავეს ყოველწლიური აქციები "სიცოცხლისათვის" რომელშიც აბორტის მოწინააღმდეგეები მონაწილეობენ.
ტრამპი აქციაზე სიტყვითა გამოვიდა, სადაც ისაუბრა, თუ რა ღონისძიებები გაატარა მისი მმართველობის 3 წლის მანძილზე, რათა ეს საკითხი გადაწყვეტილიყო. კერძოდ, მან არაერთი მოსამართლე დანიშნა, რომლებიც აბორტს ეწინააღმდეგებოდნენ, ასევე შეუმცირა დაფინანსება იმ სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებიც ფეხმძიმობის ხელოვნურად შეწყვეტას ახორციელებდნენ.
"არდაბადებულ ბავშვებს არასდროს ჰყოლია ასეთი ძლიერი დამცველი თეთრ სახლში. რაც შეეხება აბორტებს, როგორ ნახეთ, დემოკრატებმა დაიკავეს ყველაზე რადიკალური, ყველაზე ექსტრემისტული პოზიცია ამ საკითხში, რაც კი ოდესმე უნახავს ჩვენს ქვეყანას წლებისმ ათწლეულების და შეიძლება ითქვას, ასწლეულების მანძილზე," - განაცხადა ტრამპმა მიტინგზე.
მასალის გამოყენების პირობები






