"მეზობლები სულ მთვრალები დადიან, კორონოვირუსს რომ გადაურჩნენ" - რას ყვება უხანში მცხოვრები ყაზახი არსებულ ვითარებაზე
მსოფლიო - 14:45, 25 Jan, 2020     2100

როგორც ცნობილია, ჩინეთმა რამდენიმე ქალაქი უკვე ჩაკეტა, სადაც ახალი კორონოვირუსის შემთხვევები დაფიქსირდა. განსაკუთრებული კარანტინის რეჯიმი მოქმედებს ქალაქ უხანში, რომელიც ვირუსი პირველად იქნა დაფიქსირებული. ქალაქში არსებულ ვითარებაზე BBC-ს ყაზახეთის მოქალაქე მოუყვა, რომლის ვინაობაც არ სახელდება.

"23-ში 22:30-ზე აეროპორტი დაიხურა. 24-დან ქალაქში შესვლა და ქალაქიდან გასვლა აკრძალულია. არ მუშაობს მეტრო, ავტობუსები, იშვიათია ტაქსი. იმ ყაზახებმა, ვინც ჩემთან ერთად იქვნენ ქალაქში, 23-ში მოასწრეს პეკინში წასვლა და სამშობლოში გაფრენა. მე ჩავრჩი. არადა ახლა ჩინური ახალი წელია. ბევრი სტუდენტი სახლშია წასული. უმაღლესმა სასწავლებლებმა არდადეგები ჯერჯერობით 6 თებერვლამდე გააგრძელეს, თუმცა, ამბობენ, რომ სწავლა შეიძლება 1 თვით დაიხუროს. ვინც აქ დარჩა, მოუწოდებენ სახლიდან ძალიან იშვიათად გამოვიდნენ. დილით, სპეციალური ნიღბით გავდივარ მაღაზიაში და ვყიდლობ რამდენიმე დღის საჭმელს. ზოგიერთ სასწავლებლებში, სტუდენტებისთვის თავად მოაქვთ საჭმელი, რათა გარეთ არ გავიდნენ. ..." - ყვება ყაზახეთის მოქალაქე.

მისი თქმით, ჩინეთის ხელისუფლებამ სპეციალური საიტი შექმნა სადაც მოქალაქეთა ქცევის წესებია აღწერილი. მათ შორის ხელების დაბანის, საჭმლის მირების, ქუჩაში სიარულის. ასევე განმარტებულია, თუ რა სახის სპეციალური ნიღაბია საჭირო, რათა ქუჩაში მოსიარულე დაცული იყოს.

ადგილობრივი მოსახლეობა საკმაოდ უიმედოდაა.

"ადგილობრივები, განსაკუთრებით უფროსი თაობა გაზაფხულს ელოდება. მათ მიაჩნიათ, რომ გაზაფხულის მზე მოკლავს ვირუსს. ასევე ჰგონიათ, რომ ალკოჰოლის მიღება მათ დავირუსებისაგან დაიცავს... ამიტომ ჩემი მეზობლები მთელი დღე მთვრალები დადიან," - აცხადებს BBC-ს რესპოდენტი.

შეგახსენებთ, ამ დროსითვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 41 ადამიანი. რაც შეეხება ინფიცირებულების რაოდენობას ის 1,300-მდე გაიზარდა. 14 ათასზე მეტი ადამიანი მედიკოსების დაკვირვების ქვეშაა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42