შოუს ძირითადი მიზანია, რომ 13 წლის ზემოთ ასაკის ახალგაზრდებმა უკეთ შესძლონ ტელევიზიითა თუ ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაციაში გარკვევა, გაარკვიონ რა არის რეალური და რა ფეიკ-ნიუსი ან დეზინფორმაცია.
"მე, როგორც დედა, მოხარული ვარ რომ შემიძლია მხარი დავუჭირო პროგრამას, რომელიც დაეხმარება ბავშვებს მტელს მსოფლიოში, რათა იპოვონ ის ინსტრუმენტები, რომლითაც შესძლებენ მათთვის მნიშვნელოვან ინფორმაციაში გარკვევას," - აცხადებს ანჯელინა ჯოლი.
როგორც მოგეხსენებათ დიდი ბრიტანეთი და კერძოდ BBC აქტიურად ებრძვის მსოფლიოს მასშტაბით დეზინფორმაციისა და ფეიკ-ნიუსების გავრცელებას. ბრიტანელი მაუწყებელი BBC Young Reporter-ისა და ინიციატივა Beyond Fake News BBC World Service-ის მეშვეობით ამ მიმართულებით 2018 წლიდან ატარებს სპეციალურ სენმინარებს მოსახლეობისა და განსაკუთრებით ახალგზრდობისათვის.
მასალის გამოყენების პირობები






