ვინ არის „ჯინსებიანი“ ბიჭი, რომელის კადრებიც თეა წულუკიანმა გაასაჯაროვა და რას პასუხობს ახალგაზრდა იუსტიციის მინისტრს
საზოგადოება - 13:22, 25 Jan, 2020     2581
ბიჭი, რომელიც იუსტიციის მინისტრმა პარლამენტის ტრიბუნიდან დახეული ჯინსების გამო გააკრიტიკა, ნიკოლოზ რობაქიძეა.
რობაქიძე პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს იხსენებს და ამბპბს, რომ როცა კადრები ნახა, დაახლოებით „ტრავოლტას“ „გიფის“ რეაქცია ჰქონდა.
"ვერ მივხდი, ძალიან დიდი გაუგებრობა იყო. რა დავაშავე არა, განტევების ვაცივით, ყურადღების გადატანის მცდელობა იყო. იქიდან გამომდინარე, რომ სახალხო დამცველს ძალიან კარგი ანგარიში ჰქონდა, იყო მცდელობა საზოგადოების ყურადღება გადაეტანათ ნაკლებად აქტუალურ საკითხზე, რომელიც შარვალს და ყავას მოიცავდა.“ - განაცხდა რობაქიძემ ტვ. პირველის ეთერში.
სახალხო დამცველის ყოფილმა თანამშრომელმა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისი ვიზიტი დეტალურად გაიხსენა:

„სახალხო დამცველის აპარატიდან როდესაც ციხეში მონიტორინგზე შედიხარ, არის ორი მექანიზმი, ერთი რეაქტიული ანუ გეგმიური და ასევე მეორე, კერძო განცხადებების საფუძვლეზე. მე კერძო განცხადების საფუძველზე გახლდით მისული პენიტენციურდაწესებულებაში. დეტალურად მახსოვს ვისთან და რატომ ვიყავი. ეს კადრები გადაღებულია რუსთავის N6 დაწესებულებაში.

რატომ მოვუწიე პატიმარს სიგარეტი? ციხე, ეს არის დახურული დაწესებულება, შესვლამდე ხდება შემოწმება. სახალხო დამცველის წარმომადგენლებს არ აქვთ უფლება შიგნით შეიტანონ საათი, ზამბარიანი კალმისტარი, სიგარეტიც გარკვეული პერიოდი აკრძალული იყო. მე სიგარეტი თან არ მქონდა იმის გამო, რომ მაშინ არ შეიძლებოდა მისი შეტანა. რაც შეეხება ყავას, შოკოლადსა და სველი წერტილით სარგებლობას, აქ არანაირი საიდუმლო არ იმალება, ალბათ ამაზე არც ღირს საუბარი. ეს არის ადამიანთან კომუნიკაციის პროცესი. მოკლედ ვუპასუხებ, არანაირი შეცდომა მე იქ არ დამიშვია. დიახ, ეს იყო პროფესიული დისკრედიტაციის მცდელობა, თუმცა ამით მე არ დავზარალდი, დაზარალდა პატიმრის ინტერესი და მისი უფლება. დაზარალდა რეალურად ის საქმიანობა და ნამოღვაწარი, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატში დღემდე ენთუზიაზმის ხარჯზე აკეთებენ ადამიანები. ეს იმას ნიშნავს, რომ კადრებია დაარქივებული და ნებისმიერ დროს შეუძლიათ ამოიღონ და გაასაჯაროონ. ვფიქრობ, რომ ეს იყო მესიჯი პატიმრებისთვის ვიდრე სახალხო დამცველის აპარატისთვის. შეიძლება ჩემი პროფესიული რეპუტაციის შელახვის მცდელობა იყო, თუმცა როგორც უკვე მოგახსენეთ, დაზარალდა მხოლოდ პატიმრის უფლება. ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ მაქვს, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული სამართლებრივი ნაბიჯები გადავდგა.“ - განაცხადა ნიკოლოზ რობაქიძემ.

შეგახსენებთ, 21 იანვარს წულუკიანმა გაასაჯაროვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაღებული კადრები, სადაც ომბუდსმენის აპარატის თანამშრომელისა და პატიმრის შეხვედრა იყო ასახული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42