თურქეთში, ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. დაშავებულია 550 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისის“ თურქულენოვანი ბიურო ავრცელებს.
ყველა მეტად დაზარალდა ელაზიღისა და მალათიის პროვინციები. დანგრეულია ათეულობით შენობა.
ორი ადამიანი სტიქიის დროს გულის შეტევით გარდაიცვალა.
სტიქიური უბედურების ზონაში უკვე იმყოფებოდნენ თურქეთის გარემოს დაცვის, ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრები.
კრიზისების მართვის ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე თურქეთის მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შენობების ნანგრევებში ამ დრომდე გრძელდება 30 მოქალაქის სამძებრო ოპერაცია.
თურქეთში მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრე 6,8 მაგნიტუდა იყო, რასაც მოჰყვა 97 განმეორებითი ბიძგი.
თურქეთის ხელისუფლების ცნობით, მიწისძვრის შედეგად დაინგრა 30 სახლი, კიდევ ათობით შენობა დაზიანდა.
სტიქიური ზონაში მუშაობენ მაშველები და ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მასალის გამოყენების პირობები






