ირანის პარლამენტის წევრი ჯილდოს სახით $3 მილიონ დოლარს აწესებს იმ პიროვნებისთვის, ვინც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოკლავს. ირანელი კანონმდებლის განცხადებით, თეირანი შეძლებდა ამერიკული მუქარებისგან თავი დაეცვა, თუ ქვეყანას ექნებოდა ბირთვული იარაღი. ამის შესახებ წერს JERUSALEM POST-ი.
“კერმანის პროვინციის ხალხის სახელით, ჩვენ გადავუხდით 3 მილიონ დოლარს ნებისმიერ ადამიანს, ვინც მოკლავს დონალდ ტრამპს“ ,- განაცხადა აჰმად ჰამზემ. მედიასთან საუბრისას მას არ განუმარტავს ინფორმაცია იმის შესახებ- იდგა თუ არა ამ იდეის უკან ოფიციალური ირანი და მისი სასულიერო მმართველი ორგანოები.
„ჩვენ რომ დღეს გვქონოდა ბირთვული იარაღი, უკეთესად დავიცავდით თავს საფრთხეებისგან. ჩვენი დღის წესრიგში მთავარ საკითხად უნდა იდგეს შორს მოქმედი ბალისტიკური რაკეტების დამზადება, რომელიც შეძლებდა არაკონვენციური ქობინების ტარებას . ეს ჩვენი ბუნებრივი უფლებაა“ ,- განაცხადა ირანელმა პარლამენტარმა.
მასალის გამოყენების პირობები






