ლიბიის ამბოხებული გენერალი ტრიპოლის აეროპორტიდან აფრენილი თვითმფრინავების ჩამოგდებით იმუქრება
მსოფლიო - 11:53, 23 Jan, 2020     1251


ლიბიაში, მიტიგის საერთაშორისო აეროპორტი ფრენებს აუქმებს მას შემდეგ, რაც ამბოხებულმა გენერალმა, ჰალიფა ჰაფთარმა განაცხადა, რომ დედაქალაქი ტრიპოლის გარშემო არსებული საჰაერო სივრცე არასაფრენ ზონად ცხადდება. იგი აღნიშნავს, რომ ჩამოაგდებს ყველა თვითმფრინავს, სამოქალაქოების ჩათვლით, რომელიც ეცდება აეროპორტიდან გასვლა-შემოსვლას. ამის შესახებ წერს DAILY NEWS-ი.

ჰაფთარის ძალების სპიკერის განცხადებით, სამხედროებმა ქალაქი ტრიპოლის გარშემო 90 კილომეტრიანი სივრცე არასაფრენ ზონად გამოაცხადეს, რომელშიც მიტიგას საერთაშორისო აეროპორტიცაა მოქცეული. მისი თქმით, ნებისმიერი თვითმფრინავი ზემოხსენებულ ზონაში წარმოადგენს პოტენციურ სამიზნეს მათი საზენიტო აპარატებისთვის, რის გამოც ურჩევენ ყველას, თავი შეიკავონ ფრენებისგან. 22 იანვარს ღამით მიტიგას აეროპორტი გრადის ექვსი რაკეტით იქნა დაბომბილი ჰაფთარის ძალების მხრიდან.

შეგახსენებთ, რომ ლიბიაში სამოქალაქო ომია, სადაც ერთმანეთს უპირისპირდებიან ამბოხებული გენერალი ჰაფთარის სამხედრო ძალები და გაეროს მიერ ოფიციალურად აღიარებული ფაიეზ ალ-სარაჯის ხელისუფლება. 12 იანვარს გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მას შემდეგ, რაც დაპირისპირებული მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დასვეს თურქეთისა და რუსეთის ლიდერებმა, თუმცა მიუხედავად ამისა, ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკება შეთანხმებით ვერ დასრულდა, რის გამოც ჰაფთარმა დატოვა შეხვედრა მოსკოვში და ხელი არ მოაწერა დაზავების დოკუმენტს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42