481 დაღუპული და 7921 დაშავებული ადამიანი ერთ წელიწადში - საქართველოში 2019 წელს 5839 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
საზოგადოება - 11:00, 23 Jan, 2020     2223

საქართველოში 2019 წლის განმავლობაში 5839 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რა დროსაც 481 ადამიანი დაიღუპა და 7921 დაშავდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსფრთხო გზებისთვის“ ავრცელებს.

როგორც ირკვევა, 2019 წელს წინა წელთან შედარებით საქართველოში დაღუპულ პირთა რაოდენობა 5 %-ით გაიზარდა (22 ადამიანით მეტი დაიღუპა), ხოლო საგზაო შემთხვევები 9,5%-ით, დაშავებულობა კი 12 %-ით შემცირდა.

კერძოდ, ორგანიზაციის ინფორმაციით, 2015 წელს საქართველოში 6432 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, გარდაიცვალა 602 ადამიანი და დაშავდა 9187.

2016 წელს მოხდა 6939 ავტოსაგზაო შემთხვევა, გარდაიცვალა 581 და დაშავდა 9951 ადამიანი. 2017 წელს 6079 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, გარდაიცვალა 517 ადამიანი და დაშავდა 8461. რაც შეეხება 2018 წელს, ჯამში 6452 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც გარდაიცვალა 459 ადამიანი და დაშავდა 9047.

რაც შეეხება დედაქალაქში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევებს, თბილისში 2019 წელს წინა წელთან შედარებით დაღუპულ პირთა რიცხვი 10 %-ით გაიზარდა (9 ადამიანით მეტი დაიღუპა) , ხოლო საგზაო შემთხვევები 8%-ით, დაშავებულობა კი 11%-ით შემცირდა.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკით 2019 წელს თბილისში 2891 ავარია მოხდა, დაიღუპა 100 ადამიანი და დაშავდა 3430.

2018 წელს დედაქალაქში 3155 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 91 და დაშავდა 3872 ადამიანი. 2017 წელს 2934 ავტოსაგზაო შემთხვევაა მომხდარი, დაღუპულია 87 და დაშავებულია 3611 ადამიანი. 2016 წელს კი, 3264 ავტოსაგზაო შემთხვევა მომხდარი, დაღუპულია 98 და დაშავებულია 4173 ადამიანი. რაც შეეება 2015 წელს, 2995 ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა 90 და დაშავდა 3834 ადამიანი.

გავრცელებული სტატისტიკის თანახმად, 2019 წელს საპატრულო პოლიციის სამოქმედო ტერიტორიაზე 16 წლამდე 19 მოზარდი დაიღუპა, საიდანაც 16 მგზავრი იყო, 3 კი ქვეითი. დაშავდა 853 ადამიანი.

წინა წლების სტატისტიკა კი ასეთია: 2018 წელს 21 მოზარდი დაიღუპა და 1012 დაშავდა, 2017 წელს 23 დაიღუპა და 955 დასავდა. 2016 წელს - 17 დიღუპა და 1019 დაშავდა, ხოლო 2015 წელს 28 მოზარდი დაიღუპა და 912 დაშავდა.

რაც შეეხება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევ სავარაუდო მიზეზებს, ესენია: შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა; მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება; სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42