პირი, რომელიც აფხაზეთში ხაჯიმბას ე.წ ხელისუფლების წინააღმდეგ აქციებს ხელმძღვანელობდა, აღმოსავლეთ უკრაინაში ბატალიონის მეთაური იყო (ვიდეო)
მსოფლიო - 18:31, 22 Jan, 2020     2316

რადიო თავისუფლება ფეისბუქზე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ასახულია აფხაზეთის ე.წ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერისა და საპროტესტო აქციების ორგანიზატორის მოღვაწეობა.

როგორც ვიდეოკადრებით ირკვევა, აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას პოლიტიკური გუნდის მოწინააღმდეგე და ქუჩის აქციების ლიდერი, ახრა ავიძბა იბრძოდა დონბასში უკრაინის ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ, სადაც ერთ-ერთი აფხაზური სამხედრი დაჯგუფების „პიატნაშკას“ ხელმძღვანელი იყო .

ვიდეოში ჩანს 2014-2015 წლებში აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ბატალიების კადრები, რა დროსაც აფხაზი პოლიტიკური მოღვაწე და რუსეთის მიერ დაქირავებული მებრძოლი აქტიურად იყო ჩაბმული ქუჩის ბრძოლებში. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსული ტელევიზიები ეწეოდდნენ პროპაგანდას ავიძბას ფიგურის გაპიარებისათვის- მასზე და მის თანამებრძოლებზე არაერთი რეპორტაჟი მოამზადეს, სადაც ზემოხსენებული მებრძოლი გამოყვანილია, როგორც თავისუფლებისათვის ბრძოლის სიმბოლოდ. უკრაინელი ჟურნალისტები აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც ცნობილი რუსი ბოევიკები, „გივი“ და „მოტოროლა“ მოკლეს კიევის მიერ მართულმა სპეცსამსახურებმა, ავიძბა გაიქცა დონბასიდან, რადგან მან მისივე ფიგურის ცნობადობის გამო საფრთხე იგრძნო უკრაინელი სამხედროების მხრიდან.

ავიძბამ აფხაზეთის უკანასკნელ პოლიტიკურ მოვლენებამდე რამდენიმე წლით ადრე ერთხელ უკვე სცადა პარლამენტში ეყარა კენჭი, თუმცა მისი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის იანვარში ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა, რომელშიც აქტიურად იყო ჩართული უკრაინის ომის მონაწილე ახრა ავიძბა, მომხრეებს მოუწოდეს, რომ უზენაესი სასამართლოს შენობის წინ მოედანზე შეკრებილიყვნენ, რა დროსაც მთავრობის მხარდამჭერებთან და პოლიციასთან მოხდა დაპირისპირება, რის შემდეგადაც ოპოზიციამ დაიკავა ე.წ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა.

აფხაზეთის ე.წ ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ რადიკალური ქმედებებში აქტიურად იყო ჩართული ზემოხსენებული მებრძოლი. რამდენიმე დღიანი პოლიტიკური კრიზისა და დაძაბულობის ფონზე, აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა დაკავებული თანამდებობიდან გადადგა, რომლის შემდეგაც ხელახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში.























მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42