ტოიოტას ოფიციალურმა ადმინისტრაციამ სამშაბათს განაცხადა, რომ ისინი უკან გამოიხმობენ მთელი მსოფლიოდან მათი კომპანიის მიერ დამზადებულ 3.4 მილიონ ერთეულ მანქანას, რადგან ავტომობილებს ელექტრონიკაში აღენიშნებათ დეფექტი, რომელმაც შესაძლოა ავარიის დროს ვერ უზრუნველყოს სიცოცხლის დამცავი „ბალიშების“ გახსნა მოსალოდნელი ტრავმების თავიდან ასაცილებლად.
მხოლოდ აშშ-ს ტერიტორიაზე მოხდება 2.9 მილიონი მანქანის სერვის ცენტრებში გადაყვანა და დეტალური შემოწმება ისეთ მოდელებზე, როგორებიცაა 2011-2019 წლებში გამოშვებული ტოიოტა კოროლა, 2011-2013 წლების მატრიქსი და 2012-2018 წლების ავალონი. აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ერთ-ერთი მანქანის მძღოლი გარდაიცვალა ფატალური ავარიის შედეგად, რისი მიზეზიც დამცავი ბალიშების არ გახსნა გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს AL JAZEERA.
სტატიის ავტორის ცნობით, ავტომობილების ელექტრონული კონტროლის ფუნქციას შესაძლოა არ აღენიშნებოდეს შესაბამისი თავდაცვა ელექტრული ხმაურის წინააღმდეგ, რომელმაც სწორედ მაშინ უნდა იმოქმედოს როდესაც ხდება შეჯახება, რის შემდეგადაც ავტომატური უსაფრთხოების სისტემას ბალიშის გამხსნელი მოჰყავს მოქმედებაში. აღნიშნულმა პრობლემამ აგრეთვე შესაძლოა, ხელი შეუშალოს ღვედების მიერ შეჯახების მომენტში მგზავრის ადგილზე შეკავებას.
მასალის გამოყენების პირობები






