დავოსის მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკვე ნომერ პირველია ნავთობისა და გაზის წარმოებით მსოფლიოში და ევროპასაც ურჩია, ენერგოდამოუკიდებლობისთვის გასწიონ ხარჯები. თეთრი სახლის ოფიციალური ვებგვერდი აქვეყნებს სტატიას, სადაც დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ტრამპის გამოსვლის სრული განცხადებაა გამოქვეყნებული.
„ჩვენი ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის ყველაფერს ვაკეთებთ რათა ენერგოდამოუკიდებლები ვიყოთ. ამერიკის შეერთებული შტატები პირველ ადგილზეა გაზისა და ნავთობის წარმოებით მსოფლიოში. მანამ სანამ, ევროპული ქვეყნები ენერგორესურსებზე ხარჯებს ამცირებენ, ამერიკული ენერგორევოლუცია საშუალებას აძლევს ამერიკელ ოჯახებს ყოველწლიურად დაზოგონ 2500 $ გადასახადებზე“ ,- განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, მისმა ქვეყანამ ისეთ წარმატებებს მიაღწია, რომ არ არსებობს მტრული სახელმწიფოებიდან ენერგიის იმპორტის საჭიროება. „აშშ-ს ბუნებრივი აირის ისეთი მარაგები გააჩნია, რომ ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს შეუძლიათ არ იყვნენ დამოკიდებული არაკეთილმოსურნე სახელმწიფოთა ენერგორესურსებზე. ჩვენ მოვითხოვთ ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან, გამოიყენონ აშშ-ს დიდი მარაგები და მიაღწიონ ნამდვილ ენერგოდამოუკიდებლობას“.
„ამერიკული კომპანიების, მკვლევარების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად ჩვენ გაგვაჩნია შეუზღუდავი მარაგები ისეთი ენერგორესურებისა, როგორებიცაა, საწვავი, თხევადი ბუნებრივი აირი, სუფთა ნახშირი, ახალი თაობის ატომური ენერგია და გაზის ჰიდრატული ტექნოლოგიები.
მასალის გამოყენების პირობები






