შვეიცარიაში, ქალაქ დავოსში რუსეთის დაზვერვის ჯაშუშები დააკავეს,- ამის შესახებ შვეიცარიული გამოცემა წერს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბერნის დაზვერვის სამსახურებს გააჩნდათ ცნობები იმის შესახებ, რომ რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლები აპირებდნენ დაზვერვითი ოპერაციების შესრულებას, რომელიც მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმს უკავშირდებოდა, სადაც წამყვანი სახელმწიფოების ლიდერები იკრიბებიან. ინფორმაციას ავრცელებს BBC-ი.
დაკავებულებს აღმოაჩნდათ დიპლომატიური პასპორტები, რის გამოც სამართალდამცავებს მათი გაშვება მოუწიათ- ზემოხსენებული პიროვნებები გაფორმებულები იყვნენ, როგორც სანტექნიკოსები,თუმცა დიპლომატიური საბუთების გამო მათი დაუყოვნებლივი გაათავისუფლება დადგა დღის წესრიგში. აღნიშნულთან დაკავშირებით რუსეთის საელჩოს პრესსპიკერმა, სტანისლავ სმირნოვმა განუცხადა BBC-ის, რომ შვეიცარიული მედია მოგონილი „ჭორებით ცდილობს არაფრისგან სკანდალი შექმნას“.
ამერიკელი ფინანსისტმა, ბილ ბროუდერმა REUTERS-ს განუცხადა, რომ შვეიცარიის უსაფრთხოების სამსახურებმა რუსული სპეცოპერაცია შეაჩერეს, რომელიც მისი ნეიტრალიზებისთვის იყო გამიზნული. ბროუდერზე თავდასხმის მიზეზად სახელდება მისი კრიტიკა ვლადიმირ პუტინის მთავრობაზე, რომლის შესახებაც მისი თქმით, განუცხადეს შვეიცარიის სპეცსამსახურებმა.
ბილ ბროუდერი მონაწილეობდა საყოველთაოდ ცნობილ მაგნიტსკის სიის შექმნაში, რომლის საფუძველზეც 2012 წლიდან აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსეთის იმ მაღალჩინოსნებსა და ბიზნესმენებს, რომლებიც მხილებულნი იყვნენ კორუფციაში. აღნიშნულ აქტს მისი ყოფილი ადვოკატის, სერგეი მაგნიტსკის სახელი დაერქვა, რომელმაც გაასაჯაროვა რუსეთის ჩინოვნიკების საგადასახადო თაღლითობების შესახებ მნიშვნელოვანი ფაქტები. მაგნიტსკი რუსეთის ციხეში საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა 2009 წელს. ამავდროულად რუსული მხარე ცდილობდა ბროუდერისთვის დავოსის ფორუმზე აკრედიტაციის გაუქმებას, თუმცა ორგანიზატორებმა ეს თხოვნა არ დააკმაყოფილეს. დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი 2020 წლის 21-დან 24 იანვრამდე იმართება
მასალის გამოყენების პირობები






