აშშ-სა და ჩინეთს შორის დაძაბული ურთიერთობების ფონზე ახალი სავაჭრო ხელშეკრულება გაფორმდა, რაც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას უპრეცედენტოდ გააძლიერებს.
სავაჭრო შეთანხმება 2021 წლიდან საშუალებას მისცემს ვაშინგტონს, გახდეს ლიდერი ენერგორესურსების იმპორტში ჩინეთის ბაზარზე,- ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ გერმანიის ეკონომიკის ინსტიტუტში. მკვლევარები საუბრობენ გაზზე, ნავთობზე, ქვანახშირსა და სხვა ენერგორესურსზე. აღნიშნულის შესახებ სტატიას აქვეყნებს DEUTCHE WELLE.
“ამერიკის შეერთებულ შტატებს უკვე 2021 წლიდან შეეძლება, გახდეს ენერგორესურსების ნომერ პირველი მიმწოდებელი ჩინეთისთვის, გაასწროს და საგრძნობლად შეასუსტოს რუსეთის, საუდის არაბეთის, ანგოლისა და ავსტრალიის ეკონომიკა“ ,- განაცხადა გერმანიის ეკონომიკის ინსტიტუტის მეცნიერმა, სონია ბერიმ, მას შემდეგ რაც მან შეისწავლა სავაჭრო შეთანხმების შესახებ შეთანხმების პირველი ფაზა აშშ-სა და ჩინეთს შორის. აღნიშნული შეთანხმება გაფორმდა 15 იანვარს ვაშინგტონსა და პეკინს შორის წელიწადნახევრიანი სავაჭრო კონფლიქტის შემდეგ.
დოკუმენტში, რომელსაც ხელი მოეწერა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩინეთის ვიცე პრეზიდენტს ლიუ ჰის შორის, პეკინი იღებს პასუხისმგებლობას, გაზარდოს იმპორტი 200 მილიარდიან პროდუქციაზე ორი წლის მანძილზე. ამ პერიოდის განმავლობაში აშშ-მა 2017 წელთან შედარებით უნდა გაზარდოოს ელექტროგამტარების ექსპორტი 52,4 მილიარდი დოლარით- წელს უნდა მოხდეს 18,5 მილიარდის , მომავალ წელს კი 33,9 მილიარდი დოლარის ღირებულების ენერგორესურსების გატანა ჩინურ ბაზარზე. გერმანელი ექსპერტის აზრით, სავაჭრო შეთანხმების შემდეგ ამერიკული პროდუქციის წილი ენერგორესურსების იმპორტირებაში ჩინეთის ბაზარზე გაიზრდება 3.2 %-იდან 19 %-მდე, რომლის მიხედვითაც აშშ ჩინეთისთვის ენერგომატარებლებით უზრუნველყოფის სფეროში მე-11-დან პირველ ადგილზე გადაინაცვლებს.
2017 წელს ჩინეთში რუსეთის წილი ზემოხსენებული პროდუქციის იმპორტირებისას შეადგენდა 12.6 %-ს, საუდის არაბეთის 10,1 %-ს, ანგოლის 9.6 %-ს , ხოლო ავსტრალიის კი 8 %-ს.
ორ ქვეყანას შორის ენერგოსფეროში გაფორმებულ სავაჭრო ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ ჩინეთი შეიძენს ამერიკაში თხევად გაზს, ნედლ ნავთობს, სხვადასხვა ნავთობპროდუქტებსა და ქვანახშირს, თუმცა აღნიშნულ შეთანხმებაში არ არის საუბარი, თუ რომელ ენერგორესურსს მიენიჭება პრიორიტეტი და რა დოზით, რის გამოც უფრო კონკრეტული გამოთვლების აღნიშვნა ექსპერტების მხრიდან ამ ეტაპზე შეუძლებელია.
მასალის გამოყენების პირობები






