დატვირთული გადაღებებისგან დაღლილი სუპერმოდელები ზამთრის არდადეგებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ატარებენ. გთავაზობთ ფოტოებს მათი სოციალური ქსელიდან, სადაც ჩანს თუ სად და როგორ ისვენებენ მსოფლიოს ულამაზესი ქალბატონები.
იზაბელ გულარტი
ბრაზილიელი მოდელი იზაბელ გულარტი, რომელსაც 4.6 მილიონი ინსტაგრამ მიმდევარი ჰყავს, შობის არდადეგებზე კარიბის კუნძულზე იყო.
ტეილორ ჰილი
ამერიკელი მოდელი იზაბელისგან განსხვავებით ზამთრის თოვლს ირჩევს და კოლორადოში ისვენებს.
კარლი კლოსი
ტოპ მოდელი კარლი კლოსი ახალ ზელანდიურ მთებში ისვენებს. ე.წ “catwalk”-ის ვარსკვლავი ფიორდლენდში პოზირებს.
ელზა ჰოსკი
ულამაზესი შვედი მოდელი საშობაო არდადეგებზე ნიუ იორკში გაემგზავრა და ინსტაგრამზე ცენტრალ პარკიდან დადო ფოტო.
ჟოზეფინ სკრივერი
დანიელი სუპერმოდელი იტალიურ შვებულებაში იმყოფებოდა.
მასალის გამოყენების პირობები






