ცოდნასა და გამოცდილებასთან ერთად, პროფესიულ წარმატებაში ისიც მეხმარება, რომ კარგად ვხატავ -ექიმი დალიკა ანდღულაძე
საზოგადოება - 15:45, 21 Jan, 2020     2584

„აქედან გამოსულ მანდილოსანს ნუ გაეარშიყებით, ის შეიძლება ბებიათქვენი აღმოჩნდეს“ _ ეს სიტყვები, რომელიც აშშ-ში ერთ-ერთი წამყვანი ესთეტიკური ცენტრის სლოგანს წამოადგენდა, პირველად გადაჭარბებულად მომეჩვენა. მაშინ ამ სფეროს ექიმებთან არ მიხდებოდა ურთიერთობა და თვითონ სფეროზეც ნაკლებად მომეხსენებოდა. გავიდა დრო, ჯერ სურვილი გაჩნდა ესთეტიკურ ცენტრში მისვლის, შემდეგ _ საჭიროება... მოგეხსენებათ, ადამიანებს საკუთარი თავი ყველაზე მეტად გვიყვარს, ამიტომ ჯანმრთელობასა და გარეგნობასაც, მხოლოდ საუკეთეთესოთა შორის საუკეთესოს ვანდობთ. ასეთად, ბევრი კითხვის შემდეგ, რამდენიმე ესთეტიკური ცენტრის მთავარი ექიმი დამისახელეს, მაგრამ აღმოჩნდა, თურმე ერთი და იგივე პიროვნებაზე _ ექიმ დალიკა ანდღულაძეზე _ მესაუბრებოდნენ, რომელიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა კლინიკის მთავარ ექიმად მუშაობდა. ექიმ დალიკას ყველა იცნობს, ვისაც კი ამ სფეროსთან ჰქონია შეხება. მეტწილად საქართელოში მოღვაწეობს, თუმცა მის პაციენტებს შორის არიან ცნობილი სახეები, როგორც საქართველოს, ისე _ კავკასიის, ევროპისა და აშშ-ს ქვეყნებიდანაც.

საერთოდ ასეა _ ცხოვრებაშიც, გარეგნობაშიც, მოდაშიც, კარიერაშიც _ დრო გვკარგახობს მომდევნო ნაბიჯებს. ექიმ დალიკასაც უკარნახა _ დადგა დრო რომ ესთეტიკ ბაზარზე საკუთარი სახელით შემოხვიდეო და ყოვლისშემძლე ექიმიც დაემორჩილა დროს. ამიტომ გვინდა სიხარულით გამცნოთ, სულ მალე ექიმი დალიკა პაციენტებს ესთეთიკურ ცენტრ Dr. Dalika-ში უმასპინძლებს.

დალიკა ანდღულაძე: მხოლოდ ერთი პროფესია არ მაქვს, ვარ თერაპევტი , დერმატო-ვენეროლოგი, დერმატო-კოსმეტოლოგი. ესთეტიკურ მედიცინაში მუშაობის ათწლიანი სამუშო გამოცდილება მაქვს.

_ რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?

_ ვფიქრობ, ცოდნასა და გამოცდილებასთან ერთად, პროფესიულ წარმატებაში ისიც მეხმარება, რომ კარგად ვხატავ. თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი, რომ ხატვის ნიჭი დამეხმარებოდა საკუთარი ხელწერის შექმნაში, იმაში, რომ ესთეტიკურ მედიცინის სფეროში ჩემი სიტყვა მეთქვა. თითოეულ ოპერაციას შემოქმედებითად ვუდგები, მარტო ფორმულებით კი არ ვხელმძღვანელობ, მხატვრულადაც ვიაზრებ.

როგორც ექიმი, ჩემი მიღწევებით არასდროს ვკმაყოფილდები, მუდმივად ვმუშაობ საკუთარ თავზე, ვესწრები საერთაშორისო კონფერენციებს, გავდივარ სხვადასხვა სახის პროფესიულ კურსებს ევროპის, აზიისა და ამერიკის ქვეყნებში, რეგულარულად ვეცნობი ესთერიკური მედიცინის სფეროში არსებულ სიახლეებს. ვარ საერთაშორისო დერმატოლოგიური საზოგადოების წევრი, _ არაერთი სერთიფიკატის, სიგელისა და ჯილდოს მფლობელი.

_ რა სახის მომსახურებებს ეწევით?

_ ესთეტიკური ცენტრი Dr. Dalika წარმოგიდგენთ:

  • ლაზერების სრულ სერვისს და კოსმეტოლოგიის სრულ კომპლექტს სიბერის საწინააღმდეგო პროცედურების მიმართულებით.
  • სახის და სხეულის მოდელირება-კორექცია, _ ეს ის მიმართულებაა, რომელიც სილამაზისა და ახალგაზრდობის უმთავრეს ასპექტს წარმოადგენს.
  • ანტიეიჯ პროცედურებიდან ყველაზე მოთხოვნადია კონტურული პლასტიკა _ ბიოლოგიურად თავისებადი გელებით, ფილერებით. ფილერის საშუალებით შესაძლებელია, სრული რეკონსტრუქციის მოხდენა, თუმცა ჩემი სლოგანია _ შევინარჩუნოთ ბუნებრივი მიმიკა და სახის გამომეტყველება. ეს იმას ნიშნავს, რომ კორექციები ყველა პაციენტის სახეზე და ტანზე ინდივიდუალურადაა მორგებული და საბოლოო შედეგს მაღალი ხარისხის პრეპარატებისა და პროცედურების საჭირო კომბინაციით ვიღებთ.

_ ყველაზე ხშირად რა ჩივილით მოგმართავენ პაციენტები?

_ საქართელოს ესთეტიკურ მედიცინაში დალიკას სახელთან ცხვირი ასოცირდებადა. კავკასიური გენის გათვალისწინებით, ყველაზე ტრენდული და მოთხოვნადი პროცედურა სწორედ ცხვირის პლასტიკა ან კორექციაა. ჩემთან მოსულ ათიდან ცხრა პაციენტს ცხვირის ფორმის შეცვლა სურს.

ყველაზე ხშირად ნემსით ინექციებსა და კორექციებს ვაკეთებ. შემიძლია, სრულიად სახისა და სხეულის მოდელირება-კორექცია. ესთეტიკური მედიცინის სფეროში, დღესდღეობით დანერგილ ყველა ოპერაციას ვაკეთებ და მინდა გითხრათ, რომ ამ საქმეში სტანდარტი არ არსებობს, ყველა პაციენტს ინდივიდუალურად ვუდგები, მისი სურვილისა და საჭიროებების შეჯერებით.


_ ცნობილი პაციენტები თუ გყავთ?

_ პაციენტების ვინაობას არ ვახმაურებთ. ჩვენს ესთეტიკურ ცენტრში კონფიდენციალურობა უმაღლეს დონეზეა დაცული, იმიტომ, რომ პაციენტების უმრავლესობას სურს არ გაამხილოს საკუთარი სილამაზის ან გარეგნული სრულყოფილების საიდუმლო. როგორც წესი, პაციენტთა უმრავლესობასთან, დროთა განმავლობაში, მეგობრული ურთიერთობა გვიყალიბდება, შედეგად, დღესდღეობით, თითქმის მთელი ქართული (და არამხოლოდ) ელიტა ჩვენი მეგობარია.

_ ქალბატონო დალიკა, როგორ დაგიკავშირდეთ?

_ კლინიკაში დაკავშირება შესაძლებელია ნომერზე : 595 817777;

ჩემი ნომერია: 599 61 70 99. სულ მალე შევხვდებით კლინიკა Dr. Dalika-ში მისამართზე: ი. აბაშიძის #70.

NS




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42