შემდეგი კვირიდან ევროპაში იწყება ნატოს ყველაზე მასშტაბური სამხედრო სწავლება, რომელიც საქართველოშიც გაიმართება
მსოფლიო - 15:08, 20 Jan, 2020     3209

ჩრდილოატლანიკური ალიანსის ყველაზე მასშტაბური სწავლება “DEFENDER EUROPE 2020” მომავალი კვირიდან აიღებს სტარტს, რომლის მიზანი იქნება ნატოს ერთობლივი სამხედრო ძალების მზადყოფნის შემოწმება. ამის შესახებ წერს REMIX-ი.

ამერიკისა და გერმანიის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა განცხადებით, „ევროპის მცველი 2020“ იქნება ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო სწავლება, რომელშიც ამერიკელი ჯარისკაცების ვრცელი შემადგენლობა იქნება წარმოდგენილი.

აღნიშნულ პროგრამაში ჩართული იქნება 18 ქვეყნის შეიარაღებული ძალები. გეგმის თანახმად, 20 000 ამერიკელი სამხედროს ტრანსპორტირება იგეგმება ამერიკიდან ევროპაში, რომელთა უმრავლესობა გაიგზავნება პოლონეთში. წვრთნაში მონაწილეობას მიიღებს 6000 საბრძოლო მანქანა, 1500 სატრანსპორტო და 2500 აღჭურვილობის მომმარაგებელი ე.წ კონტეინერები. ზემოხსენებული ტექნიკა პოლონეთში გაიგზავნე 90 სარკინიგზო მატარებლითა და 20 საზღვაო ხომალდით.

ამერიკელი ჯარისკაცები და მძიმე ტექნიკა თავდაპირველად გერმანიის, საფრანგეთისა და ნიდერლანდების პორტებში გადმოიტვირთება, საიდანაც გადანაწილდებიან პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში სარკინიგზო ან საავტომობილი გზების გამოყენების საშუალებით.

საერთო ჯამში წვრთნაში მონაწილეობას მიიღებს 37 000 სამხედრო, რომლებიც ჩაატარებენ სამხედრო მანევრებს თებერვლიდან ივნისის ბოლომდე. აღსანიშნავია, რომ წვრთნები ბალტიის ქვეყნების პარალელურად საქართველოშიც ჩატარდება





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42