89 წლის ლამარა აბჟანდაძემ კომპიუტერი ორ საათში აითვისა
საზოგადოება - 19:59, 19 Jan, 2020     1304

ბლოგერი ლამარა აბჟანდაძე "სარკესთან" ყვება თუ როგორ აითვისა კომპიუტერი.

ბლოგერი ყველა ადამიანს მვუწოდებს, რომ გონება გაავარჯიშონ. იგი ამბობს, რომპრაქტიკიდან ვხვდება თუ როგორ მოქმედებს გონების ვარჯიში ადამიანზე.

"2 წელია, რაც კომპიუტერთან ვმუშაობ. გურიაში ვიყავი ჩემს ქალიშვილთან. იქ არასამთავრობო ორგანიზაცია აქვს და ხშირად ვსტუმრობ ხოლმე. ერთ დღესაც მარტო დავრჩი სახლში. თავი ვერაფრით შევიქციე. მეზობლებთანაც ვერ გადავდიოდი, უცხო გარემო იყო ჩემთვის.

ქალიშვილმა მომიტანა კომპიუტერი და 2 საათი დამჭირდა ელემენტარულის ასათვისებლად. დღის ბოლოს უკვე იმდენი ვიცოდი, რომ პირველი პოსტი დავწერე. კარგად მახსოვს, ეს პოსტი "ქართულ მარშს" ეხებოდა. იმხელა აჟიოტაჟი ატყდა, თავადაც გავოცდი. რეჟისორმა, ანდრო დადიანმა დამირეკა და მითხრა, პოსტების წერა მშვენივრად გამოგდის, ერთი სცადე და ბლოგიც დაგვიწერეო.

"ყველაფერი, რაც არ მავიწყდება" – ასეთი სათაურით გამოქვეყნდა ჩემი პირველი ბლოგი, რომელიც ძირითადად ჩემს ბავშვობას, რეპრესიების წლებს, ომის პერიოდს უკავშირდება. ამ ნამუშევრით უამრავი ადამიანი დაინტერესდა. სხვა ბლოგერების ნამუშევრებსაც გადავხედე და გამიკვირდა, ამხელა გამოხმაურება მათ არ ჰქონიათ.

ყველა ადამიანს მოვუწოდებ, არამარტო ჩემი ხნისას, 60 წლის ზემოთ ვინც არიან, რომ გონება გაავარჯიშონ. მკვლევარი არ ვარ, მაგრამ პრაქტიკიდან ვხვდები, რომ გონების ვარჯიში ძალიან კარგად მოქმედებს ადამიანზე. ფიქრი, განსჯა, იმედი გვაცოცხლებს.

ამას წინათ ლექსი წავიკითხე და თითქოს ჩემზეა დაწერილი – “არა, არ ვბერდები, უბრალოდ დრო მიდის, მიდის და თვალებთან ღარები ჩნდებიან”. ეს სიმართლეა. 90 წლის ვხდები. გადატანილი ემოციები მხრებზე ძალიან მძიმედ მაწევს, მაგრამ ცხოვრებას არ ვნებდები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42