30 წელი ბაქოს ტრაგედიიდან - საბჭოთა კავშირის სისხლიანი დანაშაული აზერბაიჯანელი ხალხის წინააღმდეგ
მსოფლიო - 20:02, 19 Jan, 2020     2116

წელს, 20 იანვარს 30 წელი სრულდება ბაქოს ტრაგედიიდან, რომელიც შავი იანვრის (აზერ. Qara Yanvar) სახელით არის ცნობილი. მას ასევე შავ შაბათსსაც უწოდებენ. ამ დღეს, 1990 წლის 20 იანვარს, მოხდა ბაქოში მშვიდობიან აზერბაიჯანელ მომიტინგეთა დარბევა საბჭოთა არმიის მიერ, რის შედეგადაც 131 ადამიანი დაიღუპა, 744 დაიჭრა და დაშავდა, 4 უგზო-უკვლოდ დაიკარგა და 400-ზე მეტი დააპატიმრეს. აზერბაიჯანში "შავ იანვარს" აზერბაიჯანის რესპუბლიკის დაბადების თარიღად მიიჩნევენ.

ამ დღესთან დაკავშირებით, გთავაზობთ აზერბაიჯანელი ავტორის აიდინ თაგიევის სტატიას "20 იანვარი - ჩვენი ისტორიის ღირსებისა და გმირობის ფურცელი":

-----

"1990 წლის 20 იანვრის სისხლიანი ტრაგედიიდან, თავისუფლებისთვის მებრძოლ გმირთა ტრაგედიიდან, 30 წელი გავიდა. 1990 წლის 19-20 იანვარს ღამით, სომხეთის აგრესიული მოქმედებების, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ტერიტორიულ პრეტენზიებს აყენებდნენ და ყოფილი საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის მხრიდან მათი ფარული მხარდაჭერის საპასუხოდ, დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნისა და თავისი სუვერენიტეტის მოთხოვნით ბაქოს ქუჩებში და მოედნებში პროტესტზე გამოსულ, აჯანყებულ ხალხთა მასის წინააღმდეგ სსრკ-მ მიხეილ გორბაჩოვის ხელმძღვანელობით ბაქოში საბჭოთა ჯარის შეიარაღებული ნაწილები შეიყვანა, რამაც აზერბაიჯანში უპრეცედენტოდ დიდი მასშტაბის ტრაგედია გამოიწვია.

აზერბაიჯანის თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლა ისტორიაში გმირობის ფურცლის სახით შევიდა, ამ ტრაგიკულ დღეებში თავისი ქვეყნის, ხალხის თავისუფლების, პატივისა და ღირსების უზენაესობისთვის დაღუპული სამშობლოს შვილები "შაჰიდებამდე" (შეწირულები) ამაღლდნენ.

20 იანვრის ტრაგედიას უამრავი უდანაშაულო ხალხის სიცოცხლე ემსხვერპლა. ეს იყო მიხეილ გორბაჩოვის მეთაურობით დანაშაულებრივი იმპერიის ხელმძღვანელობის მიერ აზერბაიჯანის წინააღმდეგ განხორციელებული მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგი. აზერბაიჯანის ხალხმა ვერ მოითმინა ეს პოლიტიკა, თავისი თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის გამოიჩინა მებრძოლი სული, გამძლეობა და სიამაყე.

ამ სისხლიანმა დანაშაულმა ვერ შეძლო ხალხის თავისუფლებისადმი სიყვარულის ჩაქრობა, მაგრამ ჩვენმა ხალხმა მოახერხა თავისი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მიღწევა სისხლის ფასად.

აზერბაიჯანელების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული სინამდვილეში საშინელი ტერორისტული აქტია კაცობრიობის, ჰუმანიზმის და ადამიანობის წინააღმდეგ. 131 ადამიანი დაიღუპა, 744 დაიჭრა და დაშავდა, 4 უგზო-უკვლოდ დაიკარგა და 400-ზე მეტი დააპატიმრეს უკანონოდ, რის შედეგადაც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმები, მათ შორის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, უხეშად იქნა დარღვეული.

ეროვნულმა ლიდერმა ჰეიდარ ალიევმა, რომელიც მომხდარის შემდეგ დილას მოსკოვში, აზერბაიჯანის მუდმივ წარმომადგენლობაში ჩავიდა, გამართულ პრესკონფერენციაზე მკვეთრად დაგმო ეს სისასტიკე და ხალხის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული აქტი და მას კანონის, დემოკრატიის, ადამიანობის წინააღმდეგ განხორციელებულ აქცია უწოდა.

სამშობლოსთვის სიკვდილი არის ნამდვილი გულმოდგინების, ვაჟკაცობის, პატივისა და ღირსების მწვერვალი. 20 იანვრის მოწამეთა გმირობა მაგალითია აზერბაიჯანული ხალხისთვის და აზერბაიჯანული ახალგაზრდებისთვის. აზერბაიჯანის ახლანდელი და მომავალი თაობები ამ მოწამეთა გმირობისგან მიიღებენ მაგალითს.

აზერბაიჯანელი ხალხი ყოველთვის იბრძოლებს ეროვნული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად. ისინი ყოველთვის აჩვენებენ გმირულ მაგალითებს, პატრიოტიზმის მაგალითებს. აქედან გამომდინარე, ამ მოწამეების დაკარგვა ჩვენთვის უდიდესი დანაკლისია, ასევე ჩვენი ხალხისთვის გმირობის მაგალითია, როგორც ჩვენი მაგალითი, ჩვენი ეროვნული სიმდიდრე, ჩვენი ეროვნული სიამაყე. „მოწამეები უკვდავია, სამშობლოსათვის დაღუპულებს არ გლოვობენ“! ჩვენი სამოქალაქო მოვალეობაა ისინი გულებში ვაცხოვროთ და მათ შესახებ მომავალ თაობებს მოვუყვეთ.

1994 წლის თებერვლის თვეში გაიმართა მილი მეჯლისის სპეციალური სხდომა, სადაც 1990 წლის 20 იანვარს უდანაშაულო ადამიანების სასტიკი მკვლელობა შეფასდა როგორც სამხედრო აგრესია და დანაშაული აზერბაიჯანელი ხალხის წინააღმდეგ. განხილვის დასრულებისტანავე, იმავე წლის მარტის თვეში „1990 წლის 20 იანვარს ბაქოში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების შესახებ“ დადგენილება იქნა მიღებული.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილხამ ალიევმა თქვა - “მოწამეები უკვდავები არიან, ისინი ჩვენს გულში მუდმივად ცხოვრობენ”. იგი 20 იანვრის მოწამეთა ხსოვნის მარადიულობას, მათი სახელების განდიდებას, ასევე მათი ოჯახების სოციალური დაცვის გაძლიერებას ყოველთვის ყურადღებას აქცევს. ამ მიმართულებით სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებებიც ხორციელდება.

2006 წლის 9 იანვარს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა დააწესა საპრეზიდენტო დახმარება 20 იანვრის წამებულთა ოჯახებისთვის. სახელმწიფოს მეთაურის მოწამეთა ხეივნის კომპლექსის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით განკარგულება სამშობლოს მოწამეების ხსოვნის პატივისცემის კიდევ ერთი მაგალითი გახდა. 20 იანვრის მოწამეთა ხსოვნის მარადიულობის კიდევ ერთი ნაბიჯი იყო "20 იანვრის სახელობის" მეტროსადგურთან მემორიალური კომპლექსის შექმნა. 2010 წლის 20 იანვარს, ბაქოს იასამალის რაიონში „20 იანვრის“ მემორიალური კომპლექსის გახსნა ჩვენი მოწამეების პატივისცემის ნათელი მაგალითია.

20 იანვრის ტრაგედია, რომელიც ეროვნული ერთიანობისა და პატრიოტიზმის სიმბოლოდ იქცა, ჩვენი ერის სუვერენიტეტისთვის ბრძოლის დიდებული ისტორიაა.

ყოველწლიურად, ტრაგედიის წლისთავზე, მილიონობით ადამიანი დადის დედაქალაქის ყველაზე მაღალ წერტილში მდებარე მოწამეთა ხეივანში გმირების ხსენებისთვის.

აქ შეიძლება გავიხსენოთ ფრანგი ფილოსოფოსისა და „ეგზისტენციალიზმის“ დამფუძნებლის, ჟან-პოლ სარტრის ციტატაა „თავისუფლება საკუთარ თავად ყოფნას ნიშნავს“. გვახსენებს 20 იანვრის თავისუფლების ყველაზე დიდი გაკვეთილი მდგომარეობს იმაში, რომ ნებისმიერი საფრთხის მიუხედავად, ხალხი მზად იყო შეეწირა თავისი სიცოცხლე, ერთიანობისა და თავისუფლების სიყვარულისთვის, ხოლო სამშობლოს, ვაჟკაცმა შვილებმა, დამოუკიდებლობის საფუძველი ჩაუყარეს.

უმთავრესი პასუხისმგებლობა, რომელიც ახალგაზრდების წინაშე გვაქვს, არის ყოველთვის პატივი ვცეთ ჩვენს მოწამეებს და გმირებს, არ დავივიწყოთ ჩვენი ხალხის მიმართ ჩადენილი ტრაგედიები და გენოციდი, და გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ ვართ ერის შვილები, რომლებიც ყოველთვის მზად ვართ მოვკვდეთ სამშობლოსთვის.

ცნობილი აზერბაიჯანული პოეტი აბას საჰჰატი თავის “სამშობლო“-ს ლექსში ხაზს უსვამს: არ არსებობს ისეთი ადამიანი, რომელსაც სამშობლო არ უყვარს, თუ არსებობს ასეთი ადამიანი, მას სინდისი არ აქვს!

20 იანვრის მოწამენი, როგორც აღნიშნული იყო ლექსში, ჭეშმარიტი ვაჟკაცები არიან, რომლებსაც ღრმად უყვართ სამშობლო. სწორედ ამიტომ მათ გაწირეს თავიანთი სიცოცხლე სამშობლოსათვის, ჩვენი ხალხის ნათელი მომავლისთვის.

ამ თვალსაზრისით, ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს 20 იანვარი, რომელიც ასევე არის სიმამაცის, ვაჟკაცობის, გმირობის და ეროვნული ერთიანობის სიმბოლო და ჩვენი ვალია ეს გავაცნოთ მომავალ თაობებს."

აიდინ თაგიევი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42