მამაკაცმა „ხარის დოზა“ ვიაგრა მიიღო, რომლის შემდეგაც 3 დღის განმავლობაში აღენიშნებოდა უწყვეტი ერექცია სასქესო ორგანოზე. აღნიშნული ფაქტი მოხდა ვერაკრუზში, მექსიკაში- მამაკაცი, რომელიც რომანტიკული შეხვედრისთვის ემზადებოდა სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში. ამის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს THE SUN-ი.
ზემოხსენებული ტიპის ვიაგრას იყენებენ ფერმერები, რათა აღაგზნონ ხარები ძროხების განაყოფიერებისთვის. სწორედ მიღებული აბების სიძლიერე გახდა მიზეზი მამაკაცის 3 დღიანი ერექციისა.
მექსიკელმა მამაკაცმა თავიდან ჩათვალა, რომ ეს ნორმალური იყო და გადაწყვიტა ყურადღება არ მიექცია აღნიშნულისთვის, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ შეეშინდა და ითხოვა სამედიცინო დახმარება, რის შემდეგაც იგი სპეციალური საკაცით იქნა გადაყვანილი უროლოგთან.
მამაკაცს სასწრაფო ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, რათა ნორმალურ ფიზიონომიურ მდგომარეობას დაბრუნებოდა მისი სხეული.
მასალის გამოყენების პირობები






