ისრაელი თავის მოქალაქეებს იცავს არა მხოლოდ აეროპორტში, არამედ ჰაერშიც. 2002 წელს კენიაში ებრაული სამგზავრო აპარატის ჩამოგდების მცდელობა იყო- ისრაელის ავიალაინერს ორი ანტისაჰაერო რაკეტა ესროლეს, თუმცა საჰაერო აპარატი გადარჩა.
აღნიშნული ინციდენტის შემდეგ ებრაელმა ინჟინრებმა სამგზავრო თვიმთფრინავებს ანტისაჰაერო კომპლექსები დაუყენეს მოსალოდნელი ტრაგიკული შემთხვევების თავიდან ასარიდებლად. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსული მედია.
აღნიშნული ფაქტის შემდეგ ისრაელის თავდაცვით მრეწველობაზე ორიენტირებულმა კომპანიამ წარმოადგინა პირველი ანტისაჰაერო კომპლექსი, რომლებმაც გამოცდები გაიარეს უკვე 2004 წელს, რომელმაც საკმაოდ მაღალი რეზულტატი აჩვენა.
საჰაერო თავდაცვის სისტემა დამონტაჟებულია თვითმფრინავების კორპუსის ზედა ნაწილში, რომელიც მოიცავს კამერებს, რადარებს, კომპიუტერებს, ძლიერ ლაზერულ დანადგარს და სხვადასხვა კომპლექტებს.
ანტისარაკეტო სისტემის დეტალები გასაიდუმლოებულია. კომპლექსის მუშაობის მექანიზმთან დაკავშირებით პილოტებსაც არ გააჩნიათ დეტალური ინფორმაცია, რადგან ყველაფერი ავტომატიზირებულია. სისტემის მიერ რაკეტის გაშვება ფიქსირდება სენსორებით, რომლის შემდეგაც ხდება ლაზერით მომავალი რეაქტიული ჭურვის მიდევნება, რომლის მოახლოების შემდეგ კომპლექსი ავტომატურად უშვებს სითბურ ხაფანგებს და რაკეტას ცრუ მიმართლებით უბნევს კვალს.
2006 წლიდან ყველა ებრაული სამგზავრო თვითფრინავი აღჭურვილია ზემოხსენებული სისტემით.


მასალის გამოყენების პირობები






