ამერიკელმა მამაკაცმა აიოვას სასამართლოს მოსთხოვა, მიეცათ უფლება მისთვის, რათა უფლება მისცენ, რომ მის ყოფილ ცოლთან და ადვოკატთან სასამართლო დავა გადაწყვიტოს ხმლით და შეებრძოლოს მის მოწინააღმდეგეებს. ამის შესახებ წერს GUARDIAN-ი.
40 წლის დევიდ ოსტრომის თქმით 3 იანვარს სასამართლოს განუცხადა, რომ მისმა ყოფილმა ცოლმა, ბრიჯით ოსტრომმა და მისმა ადვოკატმა, მეთიუ ჰადსონმა „გაანადგურეს იგი ლეგალურად“.
მისი თქმით, სასამართლოს აქვს იმის ძალაუფლება, რომ მოწინააღმდეგე მხარეებს არსებული უთანხმოების გადასაწყვეტად ბრძოლის უფლება მისცეს. „გასამართლება ბრძოლით არასოდეს ყოფილა მკაფიოდ აკრძალული ან შეზღუდული ამერიკის შეერთებულ შტატებში“ - განაცხადა ოსტრომმა.
დევიდ ოსტრომსა და მის ყოფილ ცოლს შორის დავა მეურვეობისა და ქონების გადასახადის გადანაწილების საკითხებზე მიმდინარეობს. მან მოითხოვა სასამართლოსგან 12 კვირიანი ვადა მიეცა, რათა მოეპოვებინა იაპონური საბრძოლო ხმალი.
მოსამართლე კრეგ დრეისმეიერმა ორშაბათს განაცხადა, რომ იგი მალე ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, რადგან დაასახელა დარღვევები ორივე მხარის მხრიდან.
მასალის გამოყენების პირობები






