მოსკოვის მცხოვრებმა ქალმა სიჩქარის გადაჭარბების გამო ჯარიმა იმ მანქანაზე მიიღო, რომელიც ევაკუატორს მიჰყავდა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა დააფიქსირა მაგისტრალზე არსებულმა სათვალთვალო ვიდეოკამერამ, რომელზეც ევაკუატორის სიჩქარედ 84 კილომეტრი საათი დაფიქსირდა, რის შემდეგაც ჯარიმის ქვითარი მსუბუქი ავტომანქანის, მიცუბიშის მფლობელს მიუვიდა. ამის შესახებ წერს vesti.ru.
აღნიშნული ფაქტის ამსახველი ფოტო ქალმა სოციალურ ქსელში განათავსა, რასაც დიდი გამოხმაურება მოყვა, რის გამოც მან პოსტი წაშალა.
გავრცელებული ინფორმაციით, მას შემდეგ რაც მოსკოველი ქალის მანქანა საჯარიმო ავტოსადგურზე გადასაყვანად ევაკუატორმა აიყვანა, სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა გზაზე არსებულ შეზღუდვას, 60 კილომეტრ საათ სიჩქარეს გადააჭარბა და მის ნაცვლად ჯარიმა მიუვიდა იმ მანქანის პატრონს, რომელიც ევაკუატორზე იდგა. ექსპერტთა თქმით, ჯარიმის მრიცხველმა ევაკუატორზე არსებული ავტომანქანის ნომერი ავტომატურად დააფიქსირა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის დროს მას შემდეგ, რაც სიჩქარემ გადააჭარბა 60-ს.
მასალის გამოყენების პირობები






