ბრიტანეთში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის უფლებათა დამცველი ჯგუფის განცხადებით, საუდის არაბეთმა 2019 წელს იმაზე მეტი ადამიანი დასაჯა სიკვდილით, ვიდრე სხვა არაბულმა სახელმწიფოებმა 2014 წლიდან დღემდე. ამის შესახებ წერს MIDDLE EAST EYE.
გავრცელებული ინფორმაციით, 184 მოკლული ადამიანიდან 90 უცხოელია. აგრეთვე 37 მოკლული საუდის არაბეთის სამეფოს შიიტ მუსულმანთა წარმომადგენელია- ისინი აპრილის თვეში ერთ-ერთ კონკრეტულ დღეს დახოცეს, რომელთა შორის სამი ბავშვი იყო.
საუდის არაბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 81 ადამიანი, რომლებიც 2019 წელს დახოცეს ბრალდებულნი იყვნენ ნარკოდანაშაულში.
მოკლულთა შორისაა აბდულა სალმან ალ სარეჰი, რომელიც სამოქალაქო აქტივისტი იყო და სოციალური თანასწორობისთვის საუდის არაბეთში გამართულ დემონსტრაციებში აქტიურად მონაწილეობდა 2011 წელს.
1994 წელს დაბადებული აქტივისტი დააკავეს 2013 წელს 19 წლის ასაკში და ბრალად დასდეს პროტესტში მონაწილეობა, სამთავრობო ძალების მისამართით ცეცხლის გახსნა. იგი იმ ახალგაზრდა პატიმრებს შორის იყო, რომლებსაც განმარტოებულ საპატიმროებში თვეების განმავლობაში ამყოფებდნენ და სასტიკად აწამებდნენ, რათა მოეპოვებინათ აღიარება ბრალდების საფუძველზე.
აპრილში დახვრეტილთა შორისაა აგრეთვე საუდის არაბეთის საზღვაო ძალების ოფიცერი, რომელსაც ბრალად დასდეს ირანის სადაზვერვო სამსახურებთან კავშირი და ქვეყნის ღალატი.
მასალის გამოყენების პირობები






