ისრაელმა ეგვიპტეში ნავთობის ექსპორტირება დაიწყო- ყოველდღიურად 200 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება მოხდება
მსოფლიო - 11:22, 16 Jan, 2020     928

ისრაელმა დაიწყო ბუნებრივი აირის ექსპორტი ეგვიპტეში, რომლითაც იწყებს 19.5$ მილიარდ დოლარიანი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გაზის გადაქაჩვა ეგვიპტეში მოხდება ისრაელის ტერიტორიულ წყლებიდან, ზღვაში არსებული ნავთობის საბადოებიდან- ლევიათანიდან და თამარიდან. ამის შესახებ წერს არაბული მედია.

იერუსალიმისა და კაიროს ენერგორესურსების მინისტრებმა ერთობლივი განცხადებებით შეაფასეს არსებული გადაწყვეტილება და აღნიშნულ თანამშრომლობას ისტორიული უწოდეს მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის დაიდო სამშვიდობო ხელშეკრულება.

ისრაელის ენერგო მინისტრის განცხადებით, ზემოხსენებული მოვლენა საშუალებას მისცემს ისრაელს მოახდინოს საკუთარი ბუნებრივი აირის ექსპორტი აფრიკის კონტინენტზე ეგვიპტის ნავთოგადამამუშავებელი სადგურების მეშვეობით, რომელიც აგრეთვე ხელს შეუწყობს ქვეყანას, გახდეს გაზის რეგიონალური ცენტრი.

შეთანხმების თანახმად, ისრაელი ყოველდღიურად მოახდენს ეგვიპტეში 200 მილიონი კუბური მეტრი გაზის ექსპორტირებას- წყალქვეშა გაზსადენით დაიწყება ენერგორესურსის ტრანზიტი, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს ისრაელსა და ეგვიპტეს სინას ნახევარკუნძულით.

შეგახსენებთ, რომ ბუნებრივი აირი ისრაელში არის ენერგიის ძირითადი წყარო. ებრაელებმა აღნიშნული ენერგორესურსის წარმოება ზღვაში არსებული თავიანთი საბადოებიდან დაიწყეს 2004 წლიდან. 2014 წელს ისრაელმა აწარმოა 7.5 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის ნავთობი. 2016 წლის მონაცემებით კი ისრაელს ოფიციალურად გააჩნია 199 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მარაგები. 2017 წლიდან ოფიციალურმა იერუსალიმმა იორდანიის სამეფოში დაიწყო გაზის ტრანსპორტირება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42