ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ უაი განაცხადა ტრამპის მიერ შემოთავაზებულ ახალი ხელშეკრულების პირობებზე, რომელიც მიზნად ისახავს ბირთვულ საკითხზე გაუგებრობის მოგვარებას. მისი თქმით, ამერიკის მიერ შემოთავაზებული წინადადება უცნაურია, რის გამოც გააკრიტიკა ტრამპი, როგორც პირობის მუდმივად დამრღვევი. ინფორმაციას ავრცელებს ფრანგული მედია.
თეირანი ამბობს, რომ სურს ბირთვული საკითხზე არსებული ხელშეკრულების პირობების შენარჩუნება, მაგრამ არ შეუძლია ამის გაკეთება განუსაზღვრელი ვადით, თუ იგი ვერ მიიღებს დაპირებულ ეკონომიკურ სარგებელს. ირანის მიერ უკვე გადაიდგა ნაბიჯები ხელშეკრულების მოთხოვნებისთვის თავის ასარიდებლად, რომელმაც აიძულა ბრიტანეთი, საფრანგეთ და გერმანია დაედანაშაულებინა ოფიციალური თეირანი ატომური ხელშეკრულების პირობების უხეშ დარღვევაში.
„ბატონი პრემიერ მინისტრი ლონდონში არ ვიცი რას ფიქრობს აღნიშნულ მდგომარეობაზე. მან თქვა, რომ ავუაროთ გვერდი არსებულ ატომურ ხელშეკრულებას და დავიწყოთ ტრამპის გეგმის განხორციელება. თუ არასწორ ნაბიჯს გადადგამთ, ეს თქვენს საზიანოდ იქნება. აირჩიე სწორი გზა. სწორი გზაა ბირთვული ხელშეკრულების დაბრუნება. ” ,- განაცხადა როუჰანიმ.
„დღეს ამერიკელი ჯარისკაცები არ იმყოფებიან უსაფრთხო რეგიონში.. ჩვენ კი არ გვინდა რომ აქ იყო საფრთხის შემცველი გარემო. ჩვენ გვინდა, რომ ისინი წავიდნენ აქედან, მაგრამ არა ომით. ჩვენ გვსურს, რომ დატოვოთ რეგიონი გონივრულად და ეს თქვენს სასარგებლოდ იქნება მიზანმიმართული“ .
მასალის გამოყენების პირობები






