სენსაციური კადრები- ირანმა უკრაინული ავიალანერის ჩამოსაგდებად ორი ანტისაჰაერო რაკეტა გაისროლა - NEW YORK TIMES
მსოფლიო - 23:50, 14 Jan, 2020     3524

NEW YORK TIMES-მა გამოაქვეყნა ახალი ვიდეო მასალა, სადაც ასახულია თეირანში 8 იანვარს უკრაინული სამგზავრო ავიალაინერის ჩამოგდების კადრები. ვიდეოში ჩანს თუ, როგორ ხვდება ორი ანტისაჰაერო რაკეტა დროის სხვადასხვა ინტერვალში საჰაერო აპარატს, რომლის შემდეგაც თვითმფრინავს ცეცხლი უჩნდება. აღნიშნული კადრები გადაღებულია აეროპორტთან არსებული სათვალთვალო ვიდეოკამერით.

აღსანიშნავია ის მოვლენა, რომ ზემოხსენებული სამიზნის მისამართით გასროლილი ორი რაკეტა ეჭქვეშ აყენებს იმ ფაქტს, რომ თვითმფრინავის მიმართ საზენიტო რაკეტის გასროლა მოხდა შემთხვევით.

შეგახსენებთ, რომ 8 იანვარს გამთენიისას ირანში ბოინგ 737-ის ტიპის სამოქლაქო ავიალაინერი, რომელზეც 176 მგზავრი იმყოფებოდა ხომეინის საერთაშორისო აეროპორტში აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა- ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი გარდაიცვალა.

ინტერნეტში გავრცლდა რაკეტის ნამსხვრევების ამსახველი ფოტოები, რომელიც უკრაინული თვითმფრინავის ავიაკატასტროფის ადგილზე იქნა აღმოჩენილი. ექსპერტთა შეფასებით ფოტოზე ასახულია TOR M1-ის ანტისაჰაერო კომპლექსის 9M331-ის ტიპის რაკეტის ცხვირის კონუსის ფორმის ნამსხვრევი.

ავიაკატასტროფიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მიერ ოფიციალურად დადასტურდა ის ფაქტი, რომ თვითმფრინავი შეცდომით იქნა ჩამოგდებული, რასაც ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ უპატიებელი შეცდომა და გამოუსწორებელი ტრაგედია უწოდა.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42