მექსიკის ქალაქ სიუდად ფერნანდესში, ერთ-ერთ სახლში მეზობლებს შემოესმათ კივილის ხმა, ადგილზე მისვლის შემდეგ აღმოაჩინეს მცირეწლოვანი ბავშვი ,რომელიც საწოლთან ჯაჭვით იყო დაბმული. ამის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს MIRROR-ი.
გავრცელებული ინფორმაციით, გოგონას მარჯვენა ფეხი საწოლის მეტალის ჯოხთან მიბმული იყო ჯაჭვით და ჩაკეტილი ბოქლომით, მცირეწლოვანი გოგონა კი ჯაჭვისგან მიღებული ტკივილის გამო მთელი სიმწრით ტიროდა.
ის ამჟამად სანტა ლუის პოტოსის განუყოფელი განვითარების მეურვეობის შესაბამის უწყებაში იმყოფება, რომელთა მიერ უკვე დაწყებულია გამოძიება, თუ ვინ იძალადა ბავშვზე და არის თუ არა მცირეწლოვანი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი. ამ დრომდე უცნობია ეკუთვნოდა თუ არა , ბავშვის მშობლებს ის საცხოვრებელი, სადაც გოგონას აწამებდნენ. ჯერჯერობით არავინ დაკავებულა აღნიშნულ საქმეზე.
მასალის გამოყენების პირობები






